
თინათინ ომანაძე
კლინიკური ფსიქოლოგი
2024 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით გაიარა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სრული თეორიულ-პრაქტიკული აკადემიური კურსი, internship, “გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში” . კურსი მოიცავდა კლინიკური ფსიქოლოგიის, ფსიქოდიაგნოსტიკის და კლინიკური ფსიქიატრიის თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულ მუშაობას სრული დიაგნოსტიკური სპექტრის პაციენტებთან.
თინათინი ფლობს კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხს.
სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობის ფარგლებში აქტიურად მუშაობდა ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებთან, კლინიკური მდგომარეობის მონიტორინგის მიმართულებით.
მუშაობდა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისში, როგორც პრაქტიკანტი ფსიქოლოგი, სადაც მიიღო ანამნეზის შედგენისა და ფსიქიკური სტატუსის წარმოების, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის გეგმის შედგენის გამოცდილება.
გავლილი აქვს პრაქტიკა სუპერვიზიით, ქცევითი თერაპიის მიმართულებით.
მუშაობდა საბავშო ბაღში, ფსიქოლოგის ასისტენტის პოზიციაზე.
მისი ინტერესის სფეროებია ფსიქოდიაგნოსტიკა, არტ-თერაპია და კლინიკური ფსიქოლოგია.
კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ტრენინგებში, სემინარებსა და სასწავლო პროგრამებში.
თინათინი ფლობს ქართულ და ინგლისურ ენებს.