
სოფიო სალია
ფსიქიატრი/დღის სტაციონარის მიმართულების ხელმძღვანელი/ტრენერი/
2006 წლიდან თბილისის სამედიცინო აკადემიის ფსიქიატრის სპეციალობით რეზიდენტურის დამთავრების შემდეგ ეწევა, როგორც სტაციონარულ, ასევე ამბულატორიულ კლინიკურ სამედიცინო საქმიანობას.
აქვს სხვადასხვა ფსიქოლოგიური/ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებთან მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება.
2017 წლიდან ხელმძღვანელობს “გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი”-ს დღის ცენტრის სტაციონარულ სერვისს- მთავარი ფსიქიატრი.
აქვს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის ჯგუფებთან მუშაობის გამოცდილება.
ეწევა გადაუდებელ და ბინაზე მომსახურებას ფსიქიკური პრობლემების მქონე იმ პაციენტებთან, რომლებიც საჭიროებენ შეფასებასა და დიაგნოსტირებას ან ვერ ახერხებენ გადაადგილებას ფიზიკური ან ფსიქიკური სირთულეების გამო.
აქვს ნარკოლოგის ლიცენზია და აქტიურად მუშაობს პაციენტებთან, რომლებსაც გააჩნიათ ნარკოლოგიური მდგომარეობების მართვის საჭიროება.
ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.