ნანა მამულაშვილი

ნანა მამულაშვილი

ფსიქოთერაპევტი/ფსიქოდიაგნოსტიკოსი/ფსიქო-სექსოლოგი

1986 წლიდან ფსიქოლოგიის ფაკულტეტის და პათოფსიქოლოგიის ლაბორატორიაში თეორიული და პრაქტიკული საკვალიფიკაცო კურსის წარმატებით დასრულების  შემდეგ, ეწევა ფსიქოთერაპიულ საქმიანობას. ამავე პერიოდიდან მუშაობს ფსიქოდიაგნოსტიკის და პათოფსიქოლოგიის მიმართულებით. 


1989 წლიდან  აქტიურად მუშაობს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მქონე პირებთან (9 აპრილს მოწამლულთა ცენტრი- ფსიქოთერაპევტი). 


1990 წლიდან არის საქართველოში პირველი სექსოლოგიური ცენტრის “ლიგა”  დამფუძნებელი და ფსიქოთერაპევტი, სადაც მუშაობდა ფსიქოლოგიური საფუძვლის მქონე სექსუალური პრობლემების  მოგვარების მიმართულებით. 


2008 წლიდან არის პირველი კერძო ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ფსიქოლოგ/ფსიქოთერაპევტი. 


2014 წლიდან თავდაცვის სამინისტროში ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტში ხელმძღვანელობდა ფსიქოლოგიური შეფასებისა და რეაბილიტაციის მიმართულებას, აქტიურად მონაწილეობდა სუიციდის პრევენციის პროექტში.


 2017 წლიდან “გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის კვლევით ცენტრ”-ში ხელმძღვანელობს ფსიქოთერაპიის მიმართულებას. 


ამავე პერიოდში, პირველად საქართველოში  ჰოლანდიელი სპეციალისტების სუპერვიზიით  გაიარა სასწავლო ტრენინგი EMDR  თერაპიაში (თვალის დესენსიტივიზაციისა და რეპროცესირების მეთოდი). კურსის წარმატებით დასრულების შემდგომ, აქტიურად მუშაობს EMDR  თერაპიული მეთოდით  პოსტტრავმული სტრესული აშლილობების  და სხვადასხვა შიშების (ფობიების) მქონე ინდივიდებთან. 


 ცოდნის გაღრმავების მიზნით,  გაიარა  საქართველოში პირველად განხორციელებული ტენინგი, ამერიკელი სპეციალისტების დახმარებით თემაზე: PET – გახანგრძლივებული ექსპოზიციის თერაპია, რომელიც განსაკუთრებით ეფექტურია სტრესთან დაკავშირებული დარღვევების, ასევე ფობიებზე (შიშებზე) მუშაობის  დროს.


ფლობს  ქართულ და  რუსულ ენებს.