
მარიამ მამრიკიშვილი
ფსიქიატრი
2019 წელს გაიარა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სრული თეორიულ-პრაქტიკული აკადემიური კურსი, internship, “გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში”. კურსი მოიცავდა კლინიკური ფსიქოლოგიის, ფსიქოდიაგნოსტიკის და კლინიკური ფსიქიატრიის თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულ მუშაობას სრული დიაგნოსტიკური სპექტრის პაციენტებთან.
მარიამი მუშაობს “გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი”-ს სტაციონარულ სერვისში ექიმი ფსიქიატრის პოზიციაზე.
მუშაობს ფსიქიკური პრობლემების მქონე ინდივიდების ფართო სპექტრთან ამბულატორიულ სერვისში, ექიმი ფსიქიატრის პოზიციაზე.
ფსიქიატრიის სფეროში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, აქტიურად არის ჩართული სასწავლო კურსებში, სემინარებსა და კონფერენციებში.
ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.