
მარიამ ახმეტელი
რეზიდენტი ექიმი ფსიქიატრი
მარიამმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი. ამჟამად, ამავე უნივერსიტეტის ბაზაზე გადის სარეზიდენტო პროგრამას.
2018 წლიდან აქვს კლინიკური გამოცდილება სხვადასხვა პროფილით.
2022 წელს გაიარა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სრული თეორიულ-პრაქტიკული აკადემიური კურსი, internship, “გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის კვლევით ცენტში”. კურსი მოიცავდა კლინიკური ფსიქოლოგიის, ფსიქოდიაგნოსტიკის და კლინიკური ფსიქიატრიის თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულ მუშაობას სრული დიაგნოსტიკური სპექტრის პაციენტებთან.
მუშაობს ფსიქიკური პრობლემების მქონე ინდივიდების ფართო სპექტრთან “გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი”-ს სტაციონარულ სერვისში.
ფსიქიატრიის სფეროში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, აქტიურად არის ჩართული როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო სასწავლო კურსებში, სემინარებსა და კონფერენციებში.
ფლობს ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს.