
გიორგი (გუგა) სიხარულიძე
ფსიქიატრი, აკადემიური დოქტორი, პროფესორი
- პროფესორი – ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის (GAU)
- პროფესორი – მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო უნივერსიტეტი “ალტერბრიჯი”.
- ლეიდენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის (LUMC) დოქტორობის კანდიდატი.
რეზიდენტურის (2002-2005) დამთავრების შემდეგ უწყვეტი საექიმო პრაქტიკა 2005 წლიდან.
2007 წლიდან საქართველოში პირველი კერძო ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის თანადამფუძნებელი.
2017 წლიდან „სტრესის მართვის და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი“-ს დამფუძნებელი.
2024 წლიდან განახლებული „გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი“-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.
2015 წლიდან ლეიდენის უნივერსიტეტის (ჰოლანდია) დოქტორანტი და ამჟამად დოქტორობის კანდიდატი, სამეცნიერო კვლევითი მიმართულება – პოსტტრავმული სტრესი, შფოთვა, დეპრესია და ფსიქოსომატური დარღვევების ურთიერთკავშირი.
2013 წლიდან მისივე საავტორო პროექტით დაფუძნებული სამხედრო ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. პირველად საქართველოში აღნიშნულ დეპარტამენტში დაინერგა: ფსიქოლოგიური შეფასების, დახმარების, მკურნალობის და რეაბილიტაციის, ფსიქოლოგიური შერჩევის (Psychological HR), სუიციდის პრევენციის პროგრამები.
2018 წლიდან NATO პროგრამის (Science for Peace and Security) ექსპერტთა ჯგუფის წევრი, რომელთა მიზანია სტრესის რისკის მართვის მიმართულების სიახლეების დანერგვა.
ექსპერტული და მკურნალობის გამოცდილება:
▪ (ამბულატორიული და სტაციონარული სერვისები, ▪ სტრესი/ტრავმასთან ასოცირებული დარღვევები და ობსესიურ-კომპულსური აშლილობა (სამეცნიერო გამოცდილებასთან ერთად), ▪ შფოთვითი აშლილობები, ▪ გუნებ-განწყობის დარღვევები (დეპრესია, ბიპოლარული და სხვა აფექტური აშლილობები), ▪ სუიციდის პრევენცია, ▪ ძილის დარღვევები, ▪ პერსონოლოგიური (ხასიათის) დარღვევები, ▪ ფსიქო-სომატური დარღვევები, ▪ ფსიქოზური აშლილობების სრული სპექტრი, ▪ სამხედრო ფსიქიკური სერვისები, ▪ დემენციასთან ასოცირებული დარღვევები).
მიმდინარე სამეცნიერო კვლევითი აქტივობა ლეიდენის უნივერსიტეტთან (Leiden University Medical Center) და პროფ. ერიკ ვერმეტენთან კოლაბორაციის ფარგლებში.
მასაჩუსეტსის საჯარო ჰოსპიტალი (MGH) -კლინიკური მკვლევარი.
20 ზე მეტი სამეცნიერი პუბლიკაციის ავტორი.
ORCID: orcid.org/0000-0002-8778-122X | Researcher ID L-3330-2016 |
Scopus Author ID: 14527751700