ელენე ხომერიკი

ელენე ხომერიკი

ფსიქოლოგი/ფსიქოთერაპევტი

ელენე ძირითადად მუშაობს შიშების, ფობიების, დეპრესიის, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის, შფოთვითი აშლილობისა და დამოკიდებულების მქონე მოზარდ და ზრდასრულ პაციენტებთან. იყენებს კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიას, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მიჰყვება ინტეგრაციულ-ეკლექტურ მიდგომას.


გავლილი აქვს დამოკიდებულების მქონე პაციენტებთან მუშაობის ტრენინგი სტენფორდის მედიცინის სკოლაში (Psychology of Addiction and Recovery at Stanford School of Medicine). ასევე, ჰარვარდის კურსი: “პიროვნული მედეგობის შექმნა: შფოთვისა და მენტალური ჯანმრთელობის დარეგულირება”(Building Personal Resilience: Managing Anxiety and Mental Health, harvardX) და  კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, პრაქტიკოსის კურსი  (The Academy of Modern Applied Psychology).  ფლობს ბაკალავრის ხარისხს (კავკასიის უნივერსიტეტის წარჩინების დიპლომი).


2022-2023  წლებში, გაიარა  საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი, სრული თეორიულ-პრაქტიკული აკადემიური კურსი, internship,  “გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრში”. კურსი მოიცავდა სუპერვიზიას, კლინიკური ფსიქოლოგიის, ფსიქოდიაგნოსტიკის, კლინიკური ფსიქიატრიის თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულ მუშაობას სრული დიაგნოსტიკური სპექტრის პაციენტებთან.


გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრში მუშაობამდე პრაქტიკული გამოცდილება მიიღო “სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო”-ში და საქართველოსსპორტის ფსიქოლოგიის ინსტიტუტ”-ში.


ელენე აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.


კლინიკის ფარგლებში მუშაობს ფსიქოთერაპიის, არტ-თერაპიის, ფსიქოდიაგნოსტიკის და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით. მას აქვს სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილება ემოციური გადაწვის, პროკრასტინაციის, შფოთვის, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობისა და სხვა მიმართულებებით.


ფლობს ქართულ (მშობლიური), ინგლისურ (C1) და რუსულ ენებს (C1).