ელენე გოგოხია

ელენე გოგოხია

კლინიკური ფსიქოლოგი/ ქცევის თერაპევტი

2020-2021  წლებში გაიარა  საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სრული თეორიულ-პრაქტიკული აკადემიური კურსი, internship,  “გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში”. კურსი მოიცავდა კლინიკური ფსიქოლოგიის, ფსიქოდიაგნოსტიკის და კლინიკური ფსიქიატრიის თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულ მუშაობას  სრული დიაგნოსტიკური სპექტრის პაციენტებთან.


ელენე მუშაობს  “გუგა  სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის” დღის სტაციონარის სერვისში ფსიქოდიაგნოსტიკის, თერაპიისა  და არტ-თერაპიის მიმართულებით. 


მუშაობს  “ გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში” შიშების, ფობიების, ობსესიურ-კომპულსური აშლილობის და შფოთვითი აშლილობის მქონე   ბავშვებთან, მოზარდებთან და ზრდასრულებთან სუპერვიზიით. 


ელენე აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.  საკვლევი თემები ეხება: ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას, ალკოჰოლდამოკიდებულებას, აზარტულ თამაშებს, შფოთვებს, ობსესიურ-კომპულსურ აშლილობასა და ფობიებს. 


მუშაობს  ქცევითი დარღვევების, აუტიზმის სპექტრის, და  განვითარების სხვა დარღვევების მქონე ბავშვებთან და მოზარდებთან სუპერვიზიით, ქცევითი თერაპიის მიმართულებით. 


მუშაობს ბავშვებთან და მოზარდებთან ქცევითი დარღვევების, აუტისტური სპექტრის და განვითარების სხვა დარღვევების შეფასებისა და დიაგნოსტირების მიმართულებით. 


2024 წელს მიიღო აუტიზმის სადიაგნოსტიკო სკრინინგ ინსტრუმენტის ADOS-2-ის  ჩატარების საერთაშორისო  ლიცენზია.


2024 წლიდან დღემდე სწავლობს ქცევის ანალიზის საერთაშორისო მოსამზადებელ კურსზე, ქცევის ანალიტიკოსის ლიცენზიის მოსაპოვებლად.  


აქვს ტრენინგებისა და ვორქშოფების ჩატარების გამოცდილება, ასევე მონაწილეობს კონფერენციებში აუტიზმის სპექტრის და განვითარების სხვა დარღვევების მიმართულებით.


2024 წელს წარადგინა მოხსენება თემაზე: “შიშის მართვა სისტემური დესენსიტიზაციისა და ქცევითი სტრატეგიების კომბინირებული მეთოდით აუტიზმის მქონე ბავშვთან” საქართველოს ქცევის ანალიზის კონფერენციაზე. 


კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით,  აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ტრენინგებში, სემინარებსა და სასწავლო პროგრამებში.


ფლობს  ქართულ, ინგლისურ და  რუსულ ენებს.