
ავთანდილ პაპელიშვილი
კლინიკური ფსიქოლოგი
2024 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით გაიარა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სრული თეორიულ-პრაქტიკული აკადემიური კურსი, internship, “გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში” . კურსი მოიცავდა კლინიკური ფსიქოლოგიის, ფსიქოდიაგნოსტიკის და კლინიკური ფსიქიატრიის თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულ მუშაობას სრული დიაგნოსტიკური სპექტრის პაციენტებთან.
ფლობს კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხს.
ავთანდილს გავლილი აქვს თეორიული და პრაქტიკული კურსი კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით საქართველოში მოქმედ ფსიქოლოგიური სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში.
კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ტრენინგებში, სემინარებსა და სასწავლო პროგრამებში.
დაინტერესებულია კვლევითი საქმიანობით და სურს გაიღრმავოს ცოდნა და გამოცდილება ამ მიმართულებით.
ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.