
ანი მოწონელიძე
დიპლომირებული მედიკოსი
ანიმ წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამა.
2024 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით გაიარა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სრული თეორიულ-პრაქტიკული აკადემიური კურსი, internship, “გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში”. კურსი მოიცავდა კლინიკური ფსიქოლოგიის, ფსიქოდიაგნოსტიკის და კლინიკური ფსიქიატრიის თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულ მუშაობას სრული დიაგნოსტიკური სპექტრის პაციენტებთან.
გავლილი აქვს პრაქტიკული სასწავლო კურსი ფსიქიატრიის მიმართულებით, სურამის ფსიქიატრიული კლინიკის ბაზაზე.
კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, აქტიურად მონაწილეობს ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით გამართულ სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებსა და სემინარებში.
ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.