
ნინო რევიშვილი
ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრი
ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრი
2024 წლიდან მუშაობს “ გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის კვლევით ცენტრის”ამბულატორიულ სერვისში ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრის პოზიციაზე.
ნინო არის საქართველოში ლიცენზირებული ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრი. 2007 წლიდან აქტიურად და უწყვეტად მუშაობს ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევის მქონე პირებთან, როგორც დღის, ასევე 24 საათიან სტაციონარულ სერვისებში.
ნინო ეწევა გადაუდებელ და ბინაზე მომსახურებას ფსიქიკური პრობლემების მქონე იმ პაციენტებთან, რომლებიც საჭიროებენ შეფასებას, დიაგნოსტირებასა და მკურნალობას ან ვერ ახერხებენ გადაადგილებას ფიზიკური ან ფსიქიკური სირთულეების გამო.
აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. აქვს სხვადასხვა ფსიქოლოგიური/ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტების სრულ სპექტრთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
აქტიურად იღებს მონაწილეობას დარგის განვითარებაში, 2017 წლიდან დღემდე არის — შპს „წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების ცენტრის – მოდულის ხელმძღვანელი ფსიქიატრიაში .
ნინო არის რამოდენიმე მრავალპროფილური კლინიკის მიწვეული კონსულტანტი, ექიმი ფსიქიატრის პოზიციაზე.
2020 წელს გავლილი აქვს რეზიდენტურა ნარკოლოგიაში, ამჟამად აქტიურად ემზადება ნარკოლოგის ლიცენზიის მოსაპოვებლად.
ფლობს ქართულ, გერმანულ, თურქულ და რუსულ ენებს.