დღის ცენტრი (დღის სტაციონარი) წარმოადგენს საერთაშორისოდ აღიარებულ, მაღალეფექტურ და კომპლექსურ მკურნალობის მოდელს, რომელიც პაციენტს სასტუმროს ტიპის, ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში სთავაზობს ინტენსიურ თერაპიულ პროგრამას.

პაციენტი ცენტრში იმყოფება მხოლოდ დღის განმავლობაში, ხოლო საღამოობით უბრუნდება საკუთარ საცხოვრებელ გარემოს.

მომსახურების ფარგლებში ადამიანს აქვს შესაძლებლობა მიიღოს სიღრმისეული, მრავალმხრივი და სრულფასოვანი მკურნალობის კურსი კომფორტულ, სტრუქტურირებულ და მხარდაჭერით გარემოში, ისე რომ არ მოწყვიტოს მის ყოველდღიურ ცხოვრებასა და სოციალური ფუნქციონირების ჩვეულ რეჟიმს.

ჩვენი მიზანია არა მხოლოდ სიმპტომების და დაავადებების მკურნალობა, არამედ  ადამიანის ცხოვრების წესის, მისწრაფებების, მიზნების და სურვილების გათვალისწინება და პიროვნების ფსიქოლოგიური კეთილდღეობის აღდგენა.

დღის ცენტრი

კლინიკა ორიენტირებულია საერთაშირისო, უმაღლესი სტანდარტების, უსაფრთხო და კომფორტულ მკურნალობაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ თითქმის არ ვიყენებთ იმ მედიკამენტებს რომლებსაც  დამოკიდებულების გამომწვევა შეუძლიათ

დღის ცენტრის სერვისის საჭიროება ჩნდება შემდეგ შემთხვევებში:

  • ფსიქოზური რეგისტრის პრობლემის პირველადი ეპიზოდი ან მისი გამწვავება;
  • წარსულში რეზისტენტული და არაეფექტური  მკურნალობის გამოცდილება;
  • მედიკამენტების შიში ან მათი “აუტანლობა”;
  • ორი ან მეტი ფსიქიკური პრობლემის თანაარსებობა;
  • დამოკიდებულებები (ალკოჰოლი, ნარკოტიკი, მარიხუანა, ფსიქოტროპული მედიკამენტები);
  • აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება.

ჩვენს დღის ცენტრის ვიდეორგოლში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ უფრო მეტი ინფორმაცია სერვისის ტავისებურებების და უპირატესობების შესახებ.

https://www.youtube.com/watch?v=a6TvUhDM3iQ

პრაქტიკული ბროშურები:
booklet_web
Day_Guide_Final_2025