რა არის პარანოია?
ხშირად ის დაკავშირებულია იმ აზრთან, რომ სხვები ცდილობენ ზიანი მოგაყენონ ან რაიმე სახით გაწყენინონ. ასევე შესაძლებელია პარანოიდული აზრები გაგიჩნდეთ სხვა ადამიანების, თქვენი კულტურის ან საზოგადოების მიმართ არსებული საფრთხეების შესახებ. პარანოია განსხვავდება სიმძიმით და შეიძლება იყოს დროებითი ან ხანგრძლივი.
პარანოიის ტიპები
პარანოიდული აზრები, როგორც წესი, ოთხ ქვეტიპად იყოფა:
- უნდობლობა: მუდმივი შიში ღალატის ან ზიანის. ფიქრობს, რომ სხვებს აქვთ მის მიმართ ბოროტული განზრახვები, ატყუებენ. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ სამსახურში ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, ფიქრობს, რომ შესაძლებელია რაიმე მოხდა და ახლა მის ზურგს უკან მასზე ლაპარაკობენ.
- მოვლენების პარანოიული ინტერპრეტაცია: გარკვეული სიტყვების, მოვლენების არასწორად აღქმა და ინტერპრეტაცია. საზიანოდ, მისკენ მიმართულად. მაგალითად, რომ გამვლელი მანქანა მას უთვალთვალებს, რომ უცხო ადამიანი რომელიც იღიმის მას დასცინის, რომ მეგობრებმა ერთმანეთში გადალაპარაკებისას რაიმე მასზე თქვეს…
- რეფერენციული იდეები: მცდარი რწმენა, რომ შემთხვევითი ან უმნიშვნელო მოვლენები უშუალოდ თქვენთანაა დაკავშირებული. ეს აზრები ხშირად პარანოიდულია.
- დევნითი პარანოია: გჯერათ, რომ ვიღაც — ან რაღაც — გაკვირდებათ, გიჩაგრებთ ან ცდილობს ზიანი მოგაყენოთ (ან თქვენს ახლობელს).
რა ნიშნებით ვლინდება პარანოია?
პარანოია სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოვლინდეს, მათ შორის:
- სხვების მიმართ ნდობის გამუდმებული სირთულე;
- საყვარელი ადამიანების ერთგულებასა და სანდოობაზე გადაჭარბებული შფოთვა;
- განცდა, რომ ადამიანები ზურგს უკან უარყოფითად საუბრობენ თქვენზე
- რწმენა, რომ ადამიანები — თუნდაც უცნობები — ცდილობენ ზიანი მოგაყენონ;
- კრიტიკასთან გამკლავების სირთულე;
- გამუდმებული თავდაცვითი ან აგრესიული რეაქცია;
- საფუძველმოკლებული შეთქმულების თეორიების რწმენა;
- სამყაროს აღქმა როგორც მუდმივი საფრთხის ადგილი.
პარანოიის შესაძლო მიზეზები
კვლევების თანახმად, პარანოიის ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ მას ხელს უწყობს შემდეგი ფაქტორები:
- ბავშვობაში გადატანილი ტრავმა, განსაკუთრებით ბულინგი და მსხვერპლად ყოფნა;
- გარემო ფაქტორები, მაგალითად, დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი ან სოციალური იზოლაცია;
- ძლიერი ან ქრონიკული სტრესი.
ზომიერი ან მძიმე პარანოია შესაძლოა იყოს შემდეგი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობების სიმპტომი:
- პარანოიდული პიროვნების აშლილობა (PPD): ეს არის გრძელვადიანი უნდობლობისა და ეჭვიანობის მდგომარეობა, საკმარისი მიზეზის გარეშე. თქვენ გგონიათ, რომ სხვები ცდილობენ დაგაზიანონ, დაგამცირონ ან დაგემუქრონ.
- დელუზიური აშლილობა: ფსიქოზური აშლილობა, რომლის მთავარი სიმპტომია ერთი ან მეტი დელუზიის არსებობა. ეს რწმენები არ შეესაბამება თქვენს კულტურულ ნორმებს და უმრავლესობისთვის აშკარად მცდარია.
- შიზოფრენია: ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს აზროვნებაზე, ემოციებსა და ქცევაზე. ხშირად ახლავს თან პარანოია.
როგორ მკურნალობენ პარანოიას?
მსუბუქი ან ზომიერი პარანოიის დროს, ფსიქოთერაპია ხშირად ეფექტურია — ის ეხმარება ადამიანს გააცნობიეროს და შეცვალოს მავნე ფიქრები და ქცევები.
თუ პარანოია ფსიქიკური აშლილობით არის გამოწვეული, მკურნალობა მოიცავს ფსიქოთერაპიას და მედიკამენტებს. მძიმე შემთხვევებში, განსაკუთრებით ფსიქოზური სიმპტომების არსებობისას, შესაძლოა საჭირო გახდეს სტაციონარული მკურნალობა.
როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს?
თუ პარანოიდული ფიქრები ხელს უშლის ადამიანისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში, მნიშვნელოვანია, რომ სპეციალისტს მიმართოს.
მძიმე შემთხვევებში შესაძლოა, პირი არ ეთანხმებოდეს დახმარების მიღებას. ასეთ დროს მის ახლობლებს ევალებათ, რბილად და თანაგრძნობით გაამხნევონ დახმარების მიღებაზე ან თავად მიმართონ სპეციალისტს, რათა გაიგონ, როგორ შეძლებენ მხარდაჭერას.