ფსიქოთერაპია არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული მკურნალობის მეთოდი, რომელიც ეხმარება ადამიანს გაუმკლავდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემების ფართო სპექტრს.
ფსიქოთერაპიას არა მხოლოდ სიმპტომების შემსუბუქება, არამედ ფსიქოლოგიური, პრობლემის გამომწვევი ძირეული მიზეზების იდენტიფიცირება, არაჯანსაღი ემოციების, აზრებისა და ქცევების შეცვლა შეუძლია. ამ ყოველივეს შედეგად, ადამიანი აგრძელებს სრულფასოვან ფუნქციონირებას და აქვს უკეთესი ემოციური კეთილდღეობა. თერაპია გვეხმარება ვისწავლოთ, თუ როგორ ვუპასუხოთ რთულ სიტუაციებს, დაძლევის ჯანსაღი გზების გამომუშავებით.
ვის სჭირდება ფსიქოთერაპია?
ფსიქოთერაპიას შეუძლია სარგებლობა მოუტანოს ყველას, ვინც ებრძვის ცხოვრებისეულ გამოწვევებს, გადაჭარბებულ სტრესს, ვისაც უწევს შეგუება ახალ ცხოვრებისეულ სიტუაციასთან ან სამედიცინო მდგომარეობასთან და/ან ვისაც აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ან ქცევითი სირთულე. თერაპია შესაძლებელია ჩატარდეს, როგორც ბავშვებთან, ასევე მოზარდებთან და ზრდასრულებთან.
ზოგიერთი (მაგრამ არა ერთადერთი) ნიშანი იმისა, რომ თქვენ შეიძლება გჭირდებოდეთ თერაპია, არის:
- უმეტეს დღეებში უარყოფით განწყობას გრძნობთ და ეს გავლენას ახდენს თქვენს ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე.
- თქვენ დაკარგეთ ინტერესი იმ აქტივობების მიმართ, რომლებიც ერთ დროს სიამოვნებას განიჭებდათ.
- გრძნობთ, რომ ვერ აკონტროლებთ თქვენს ემოციებს.
- თქვენ გაქვთ შემაშფოთებელი აზრები და იდეები.
- თქვენი კვების და/ან ძილის ჩვევები შეიცვალა.
- გარკვეული ჩვევები ხდება პრობლემური, როგორიცაა ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ნარკოტიკების მოხმარება, აზარტული თამაშები ან სხვა სარისკო ქცევები.
- თქვენ განიცადეთ ტრავმა, როგორიცაა ავტოავარია, საყვარელი ადამიანის სიკვდილი, ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა.
- თქვენ გაქვთ მუდმივად დაბალი თვითშეფასება და თავდაუჯერებულობა.
- თქვენ განიცდით მუდმივ პრობლემებს ურთიერთობებში, იქნება ეს რომანტიულ პარტნიორთან, ოჯახის წევრთან თუ თანამშრომელთან.
- თქვენ გიჭირთ სამსახურთან, ოჯახთან ან სკოლასთან დაკავშირებულ სტრესთან გამკლავება.
- თქვენ ჩამოშორდით სოციალურ ურთიერთობებს და/ან სოციალურ აქტივობებს.
რა მდგომარეობებისა თუ საკითხების მართვაში გვეხმარება ფსიქოთერაპია?
- ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციფიკური მდგომარეობები- როგორიცაა დეპრესია, შფოთვა, ბიპოლარული აშლილობა, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD), კვების დარღვევები, პიროვნების აშლილობები და სხვა.
- ქცევითი მდგომარეობები, როგორიცაა ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის აშლილობა (ADHD), ოპოზიციური დეფიციტური აშლილობა (ODD), ქცევის აშლილობა და სხვა.
ფსიქოთერაპია უზრუნველყოფს დამხმარე, უსაფრთხო გარემოს, რომელიც საშუალებას გაძლევთ ღიად ისაუბროთ პროფესიონალთან, კონფიდენციალურობისა და ობიექტურობის სრული დაცვით.
ფსიქოთერაპია შეიძლება გამოყენებულ იქნას მედიკამენტებთან ერთად ან/და როგორც დამოუკიდებელი მეთოდი .