როდის უნდა მიმართოთ სტაციონარულ მკურნალობას შფოთვის შემთხვევაში

შფოთვა ემოციაა, რომელსაც ხშირად განვიცდით, სხვადასხვა სტრესული ან მოულოდნელი სიტუაციების დროს. ხშირად, იმიტომ რომ, ადამიანები მიჩვეულები ვართ შფოთვას, შესაძლოა ვთვლიდეთ, რომ ყოველდღიურ ცხოვრებისეულ სიტუაციებში მისი შეგრძნება ნორმაა, რაც არასწორია. 

შფოთის ხარისხი მაღალი და ინტენსიურია მაშინ, როდესაც ხელს გიშლით ყოველდღიურ ფუნქციონირებაში, უარყოფით გავლენას ახდენს ყოველდღიური პასუხისმგებლობების, ან სასიამოვნო საქმიანობების შესრულების უნარზე და აქვეითებს როგორც თქვენს შრომისუნარიანობას, ასევე გუნება-განწყობას. ამ შემთხვევაში, შფოთვა სცდება ნორმის ზღვარს და აშლილობად განიხილება. 

შფოთვითი აშლილობის მკურნალობაში  მნიშვნელოვანი ყურადღება მედიკამენტურ თერაპიას ენიჭება , შფოთვის ხარისხის და ინტენსივობის მართვის მიზნით. 

  • წარსულში რეზისტენტული და არაეფექტური  მკურნალობის გამოცდილება (როდესაც ხანგრძლივი მკურანლობის მიუხედავად ვერ იქნა სასურველი შედეგი მიღწეული)
  • მედიკამენტების შიში ან მათი “აუტანლობა”
  • სხვა თანმხლები  ფსიქიკური დაავადებები, რომლების ართულებენ მკურანლობის პროცესს
  • სხვადასხვა ნარკოტიკულ ან “ფსიქოტროპულ” საშუალებებზე დამოკიდებულება
  • მულტიდისციპლინური გუნდის ჩართულობა: ფსიქიატრები, კლინიკური ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები აქტიურად მონაწილეობენ მკურნალობის პროცესში.
  • ყოველდღიური კონსულტაციები ფსიქიატრთან და ფსიქოლოგთან: მდგომარეობის დინამიური მონიტორინგისა და დანიშნულებების მართვისთვის.
  • ფსიქიკური ფუნქციების და ხასიათის კვლევა: საერთაშორისო ინსტრუმენტებისა და კლინიკური ინტერვიუს საფუძველზე.
  • ფსიქოთერაპია: ინდივიდზე მორგებული მეთოდოლოგიებით (კოგნიტურ-ბიჰევიორალური, ეკლექტური, გეშტალტ თერაპია)
  • თვალის დესენსიტივაციისა და რეპროცესირების თერაპია (EMDR)
  • ჯგუფური თერაპია: მხარდაჭერა და გაზიარება
  • არტ თერაპია: შემოქმედებითი გამოხატვისა და თვითგანვითარების სივრცე
  • ფსიქოგანათლება: ცოდნის გაღრმავება ფსიქიკური ჯანმრთელობის და მისი მართვის შესახებ.
  • ოჯახის წევრებთან კონსულტაცია: პაციენტის ნებართვით, მისი სურვილის შემთხვევაში, ოჯახის წევრებისათვის საჭირო რეკომენდაციების გაცემა.
  •   ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია: გეგმის პირველი ეტაპის იმპლემენტაცია კლინიკის ფარგლებში.
  • გაფართოებული კონსილიუმები: ჩვენი სპეციალისტების გუნდთან ერთად პროფ. გუგა სიხარულიძე რეგულარულად ატარებს შეხვედრებს, რომლის ფარგლებშიც სიღრმისეულად განიხილება ყველა პაციენტის კონკრეტული შემთხვევა და დგება სამკურნალო გეგმა. აღნიშნული  მულტიდისციპლინარული შეხვედრები უზრუნველყოფს მკურნალობის მაღალ ეფექტურობას.

სტაციონარული მკურნალობა  ხშირად არის საუკეთესო არჩევანი განსაკთრებით მაშინ როდესაც მისი მართვა ამბულატორიულად შეუძლებელია და/ან სხვა დამატებით რისკებთან არის დაკავშირებული. 


ავტორი: ელენე გოგოხია
რედაქტორი: გუგუ სიხარულიძე, ელენე ხომერიკი