ხალხმრავალ ადგილზე ყოფნისას ფიქრობ რომ გაკვირდებიან და გაკრიტიკებენ, გეშინია რომ რაიმე სამარცხვინო არ შეგემთხვეს, ღელავ, ნერვიულობ და გრძნობ დაძაბულობას. ყოველივე ეს კი ხელს გიშლის ყოველდღიურ ფუნქციონირებაში. რას უკავშირდება ეს აზრები? რატომ ჩნდება ასეთ განცდები და რა არის ამის მიზეზი?
ადამიანი სოციალური არსებაა და გამუდმებით სჭირდება სოციუმთან კავშირი, როდესაც ეს კავშირი ირღვევა ჩნდება სხვადასხვა სახის პრობლემები. ერთი-ერთი მიზეზი სოციალური ურთიერთობების დარღვევის არის სოციალური ფობია. სოციალური ფობიისას ადამიანს ეშინია ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა, ისეთ ადგილებში ყოფნა სადაც საუბარი მოუწევს. ამ შიშს თან ახლავს აზრები, რომ მას უყურებენ, აკვირდებიან, ეშინია რომ მიიპყრობს უცხო ადამიანების ყურადღებას, ფიქრობს რომ ადამიანები მას გააკრიტიკებენ.
სოციალური ფობია – ფსიქიკური დარღვევა?
სოციალური ფობია ფსიქიკური დარღვევაა და მიეკუთვნება შფოთვით აშლილობებს. სოციალური ფობიის არსებობისას ადამიანი გადაჭარბებულად შფოთავს ხალხმრავალ ადგილებზე ყოფნისას, რაც არღვევს ადამიანის ყოველდღიურ ფუნქციონირებას და უჭირს მასთან გამკლავება. ხშირად ვისაც სოციალური ფობია აქვს წინასწარ ეშინია საზოგადოებაში გასვლის, რის გამოც იკეტება სახლში და უარს ამბობს სხვადასხვა სოციალურ აქტივობაზე.
რით ხასიათდება სოციალური ფობია?
როგორც სხვა დაავადებებს ისე სოციალური ფობიას აქვს შესაბამისი სიმპტომები და გამოხატულება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი სოციალური ფობიის მქონე პიროვნების კრიტიკული დამოკიდებულებაა საკუთარი მდგომარეობის მიმართ. რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანს არ სურს აღნიშნული პრობლემის არსებობა იაზრებს მისი აზრების მისი აზრების უსაფუძვლობას, თუმცა მაინც უჭირს სიმპტომებთან გამკლავება.
სოციალური ფობია ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით:
- ინტენსიური შიში სოციალური ურთიერთობებისა და შეფასების წინაშე. პიროვნება ძლიერ ფიქრობს იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ სხვები.
- სოციალურ სიტუაციებში მოხვედრისგან თავის არიდება. ადამიანი ცდილობს თავი აარიდოს ისეთ გარემოებებს, სადაც შესაძლოა შეფასების ქვეშ მოქცევა.
- ფიზიკური სიმპტომები სოციალურ სიტუაციებში: გაძლიერებული გულისცემა, ოფლიანობა, კანკალი, სუნთქვის შეკვრა.
- სოციალური ურთიერთობების შიში შეიძლება იყოს როგორც ფართო, ასევე სპეციფიკური (მაგ. საჯარო გამოსვლა, უცხო ადამიანებთან საუბარი).
ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს ხშირად თან ახლავს ფიზიკური სიმპტომები, როგორიცაა:
- გაწითლება
- კანკალი
- გულის ცემის აჩქარება
- კუნთური დაძაბულობა
მკურნალობის გზები:
- ფსიქოთერაპია (კოგნიტიურ – ბიჰევიორული თერაპია)
- მედიკამენტური მკურნალობა
- სოციალური უნარ-ჩვევების ტრენინგი
- სტრესის მართვის ტექნიკები
მიუხედავად იმისა, რომ სოციოფობია სერიოზული ფსიქიკური დარღვევაა მისი მკურნალობა და დაძლევა შესაძლებელია!