სუიციდის 5 ნიშანი, რომლებიც შესაძლოა ადვილად დაგვრჩეს შეუმჩნეველი

სუიციდი საკმაოდ კომპლექსური და სენსიტიური საკითხია. სუიციდური აზრებისა და ქცევების ამოცნობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რათა მოხდეს დროული რეაგირება და სიცოცხლის გადარჩენა. 

 პირებს, რომლებიც ფიქრობენ ამ საკითხზე ან განზრახული აქვთ თვითმკვლელობა,  მათი მოტივი სხვადასხვაა. ხშირად კი ეს ადამიანები გარშემომყოფებისგან მალავენ თავიანთ სულიერ ტკივილს და საკუთარ თავში იკეტებიან. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია გამოვიჩინოთ სიფხიზლე და ვიყოთ მეტად ინფორმირებულნი.

სუიციდური აზრებისა და ქცევების ამოცნობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ პირებისთვის დროული მხარდაჭერის გასაწევად, ვისაც ეს სჭირდება. ქვემოთ ჩამოთვლილი გამაფრთხილებელი ნიშნების ამოცნობითა და კომუნიკაციის ღია ფორმით, მრავალი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი.

სუიციდის ამოსაცნობად გამოყოფილია ხუთი ძირითადი  გამაფრთხილებელ ნიშანი, რომლებიც შეიძლება ადვილად დაგვრჩეს შეუმჩნეველი.

  • ფრაზები, როგორიცაა:
    • ” აღარ მინდა ცხოვრება.”
    • “ყველაფერი უკეთესად იქნება, თუ აღარ ვიქნები.”
    • “სიკვდილი სწორი გამოსავალი იქნებოდა.”
  • საკუთარი ცხოვრებისა და მომავლის მიმართ იმედგაცრუების გამოხატვა.
  • მეგობრების, ოჯახის წევრების ან საყვარელი აქტივობებისგან განრიდება.
  • სოციალური ურთიერთობების წყვეტა ან უჩვეულო განმარტოება.
  • ემოციური ნიშნები:
    • მოულოდნელი გუნება-განწყობის ცვლილებები – დეპრესიიდან უცნაურად სიმშვიდემდე.
  • ქცევითი ნიშნები:
    • რისკიანი ქცევები, მაგალითად, მანქანის ზედმეტად სწრაფი მართვა ან ალკოჰოლისა და ნარკოტიკების გადაჭარბებული გამოყენება.
    • პირადი ნივთებისადმი დამოკიდებულების ცვლილება და მათი დაუდევრად გამოყენება.
  • განსაკუთრებულად ძვირფასი ნივთების სხვებისთვის გადაცემა.
  • ახლობლებთან საბოლოო “დამშვიდობების” მსგავსი მოქმედებები.
  • ფრაზები, როგორიცაა:
    • “ყველას დაისვენებს, მე რომ აღარ ვიყო.”
    • “მე ყველას ვაწუხებ.”

თუ ვინმეს ამ ნიშნებიდან რომელიმე აქვს:

  • საუბარი დაიწყეთ: ჰკითხეთ გულწრფელად, რას გრძნობს და ფიქრობს, მაგალითად:
    “გყავს ვინმე, ვისთანაც შეგიძლია საუბარი? შეგიძლია ახლა დამელაპარაკო?”
  • არ გააკრიტიკოთ ან შეაფასოთ: იყავით მზრუნველი და ემპათიური, მოსმენით დაიწყეთ.
  • პროფესიული დახმარებისკენ წაახალისეთ: შესთავაზეთ ფსიქოლოგთან ან კრიზისულ ცენტრთან დაკავშირება.
  • არ დატოვოთ მარტო: თუ საფრთხე დაუყოვნებლივია, აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან გადაუდებელ დახმარებას.

ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, მნიშვნელოვანია სუიციდის ნიშნების დროული ამოცნობა და სწორი ინტერვენცია.

ავტორი: მარიამ შერეშაშვილი
რედაქტორი: გუგა სიხარულიძე, ელენე ხომერიკი