ოპიოიდური დამოკიდებულება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური დაავადებაა, რომელიც ხშირად რადიკალურად ცვლის ადამიანთა ცხოვრებას.
ის არა მარტო სერიოზული სამედიცინო პრობლემაა არამედ ხშირად ხდება სოციალური პრობლემაა, რომელიც რთულ გამოწვევებს უქმნის როგორც ინდივიდს, ასევე მის გარშემო მყოფ საზოგადოებას.
ოპიატებზე დამოკიდებულება არ არის პიროვნების სისუსტე – ეს არის რთული სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც ტვინის ქიმიურ პროცესებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, და რომლის სამკურნალოდაც პროფესიონალის ჩართულობა ხშირად აუცილებელია.
რატომ ვითარდება დამოკიდებულება?
- გენეტიკური წინაგანწყობა
- ქრონიკული ტკივილი
- ფსიქოლოგიური ტრავმები
- დეპრესია
- სტრესი
ოპიატზე დამოკიდებულების მთავარი ნიშნებია:
- ფიზიკური სიმპტომები:
- ტოლერანტობის გაზრდა (ორგანიზმს მეტი დოზა სჭირდება იგივე ეფექტის მისაღწევად).
- შეწყვეტის ან შემცირებისას გამოვლინებული აბსტინენცია (სინდრომი, რომელიც მოიცავს შფოთვას, ოფლიანობას, კუნთების ტკივილს, ტაქიკარდიას).
- ფსიქოლოგიური სიმპტომები:
- ძლიერი ლტოლვა ოპიოიდების მიღების მიმართ.
- ოპიოიდების გარეშე ფსიქიკის ფუქციონირება ირღვევა
- ქცევითი სიმპტომები:
- მუდმივი მცდელობა, მოიძიოს და მიიღოს ოპიოიდები.
- სოციალური, პროფესიული ან პირადი ცხოვრების დარღვევა.
- სამსახურებრივი და პირადი ცხოვრების გაუარესება
გამოჯანმრთელებისკენ გზისკენ სვლა მოითხოვს:
- გულწრფელი სურვილს
- პროფესიონალურ დახმარებას
- ოჯახისა და მეგობრების მხარდაჭერას
- თვითრწმენის აღდგენას
დამოკიდებულებასთან ბრძოლის აღმოსაფხვრელად საჭიროა:
- საზოგადოებრივი მხარდაჭერა
- სტიგმის აღმოფხვრა
- ინფორმირებულობის გაზრდა
- ადამიანის პატივისცემა და მისი გამოჯანმრთელების მხარდაჭერა
რჩევები იმათ, ვისაც სურს დახმარება:
- აღიარეთ პრობლემა – ეს პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია
- მიმართეთ სპეციალისტს – ფსიქიატრი, ნარკოლოგი და ფსიქოლოგი
- გაიარეთ რეაბილიტაცია – ეს არ არის სირცხვილი, არამედ გამბედაობა
- იპოვეთ მხარდაჭერის ჯგუფი – სხვების გამოცდილებამ შეიძლება გაგიადვილოთ გზა
პროფილაქტიკა:
- ოპიოიდების მიღება მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებით.
- ტკივილის ალტერნატიული მართვის მეთოდები, როგორიცაა ფიზიოთერაპია ან ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.
- საზოგადოების განათლება ნარკოტიკებზე დამოკიდებულების შედეგებზე.
თქვენ მარტო არ ხართ. დამოკიდებულება არ გსჯის. თქვენ იმსახურებთ სიყვარულს, პატივისცემას და მხარდაჭერას ! ! !