ობსესიურ -კომპულსიური აშლილობა

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა არის ფსიქიკური დაავადება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს გამოხატული დისკომფორტი და ცხოვრების ხარისხის გაუარესება.

 ის ხასიათდება ობსესიებით, ანუ შემაწუხებელი, ადამიანი ნების გარეშე აღმოცენებული  არასასურველი აზრებით და იდეებით, რომელსაც ასევე შეიძლება თან ახლდეს კომპულსიები, ანუ განმეორებითი ქცევები და რიტუალები, რომელსაც ადამიანი მმართავს, რომ რამენაირად არასასურველი ობსესიები დააკომპენსიროს. 

ეს არის  ადამიანის ნების გარეშე აღმოცენებული, აკვიატებული ფიქრი,  იდეა ან წარმოსახვა, რომელიც იწვევს შფოთვას, დაძაბულობას და დისკომფორტს ადამიანში. ობსესიისათვის ასევე დამახასიათებელია მისი აღმოცენება ნების გარეშე, როდესაც ადამიანს არ შეუძლია გააკონტროლოს ფიქრის ხანგრძლივობა და შეწყვიტოს აღნიშნული ფიქრი. 

ობსესიის შინაარსიდან, ინტენსივობიდან  ან მისი ხანგრძლივობიდან გამომდინარე სხვადასხვაა მისი ნეგატიური ზეგავლენა ადამიანზე და მისგან გამოწვეული შფოთვის ხარისხიც.

ობსესიისთვის ასევე დამახასიათებელი შემოჭრა და გავლენა ჩვენს ფსიქიკაზე, რის გამოც ასევე ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ობსესიის შემთხვევაში ადამიანი ყოველთვის აცნობიერებს აღნიშნული აზრის უცხოობას, ხშირ შემთხვევაში მის აბსურდულობას და შეუსაბამობას ადამიანის რეალურ ფიქრებთან, და მისწრაფებებთან, თუმცა არ შეუძლია მისი კორექცია. 

ობსესია  შეიძლება იყო ნებისმიერი შინაარსის, თუმცა არსებობს გარკვეული ობსესიები რომლებიც უფრო ხშირად გვხვდება. 

  • დაბინძურების შიში
  • რაღაცის დავიწყების შიში (მაგალითად: გაზის გამორთვა, კარის დაკეტვა)
  • კონტროლის დაკარგვის და მიუღებელი ქცევის ჩადენის შიში
  • შიში რომ დააზიანებ სხვას ან საკუთარ თავს
  • ნეგატიური მოლოდინის აზრები, რომ რაიმე ცუდი მოხდება (შეიძლება ეხებოდეს მას ან მის ახლობელ ან ნაცნობ ადამიანს)
  • გადაჭარბებული ცრურწმენები (მაგალითად კონკრეტულ ადგილას ფეხის დაბიჯებით, საკუთარ ოჯახს დააზიანებს)
  • არასასურველი აზრები მათ შორის სექსუალური ან რელიგიური შინაარსის,
  • სიმეტრიისა და წესრიგის მიმართ გადაჭარბებულ  ზრუნვას
  • უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ფიქრები
  • დაბინძურების შიში იმ საგნების შეხებით, რომლებსაც სხვები შეეხნენ
  • ეჭვის შეტანა რომ, რომ ჩავკეტეთ კარი ან გამოვრთეთ ღუმელი.
  • შფოთვა, როდესაც ნივთები ან საგნები არ არის განლაგებული ჩვენთვის მისაღები ფორმით 
  • ხატები, წარმოდგენები როგორ აყენებ ფიზიკურ ან სხვა სახის ზიანს ადამიანებს 
  • აზრები უხამსო ქცევაზე, ყვირილზე ან საჯაროდ საზოგადოებაში მიუღებელ ქცევაზე 
  • უსიამოვნო სექსუალური წარმოსახვები და წარმოდგენები 
  • თავის არიდება ისეთი სიტუაციისათვის როდესაც ადამიანს ხელი უნდა ჩამოართვა

კომპულსია არის განმეორებითი ქცევა ან გონებრივი მოქმედება, რომელსაც პიროვნება განზრახ  ასრულებს აკვიატებული აზრებისგან დაძლევის ან გარკვეული შიშის შემცირების მიზნით.

 ესაა ქცევა, რომელიც მიმართულია ობსესიით გამოწვეული  შფოთვის შემცირებისკენ, მაგრამ სინამდვილეში იგი მხოლოდ დროებით აამსუბუქებს მდგომარეობას.

კომპულსიური ქცევა მიმართულია შიში ან დისკომფორტის შესამცირებლად. 

მოქმედებები ხშირად იმეორებს გარკვეულ რიტუალს ან სპეციფიკურ წესებს

რაციონალურ აზრთან წინააღმდეგობაში შესვლის მიუხედავად, პიროვნება კვლავ აგრძელებს კომპულსიას.

 კომპულსიასთად შეწინააღმდეგება, მისი არ “შესრულება” იწვევს შფოთვის კიდევ უფრო გაძლიერებას.

  • ხშირი რეცხვა ან წმენდა
  • გადამოწმებები
  • გადათვლები
  • რუტინული წესების მკაცრად დაცვა
  • რიგითობის დაცვა
  • რიტუალური ფიქრები, რომლებიც ამცირებს შფოთვას
  • დავიბანოთ ხელი გარკვეული რაოდენობით საპნის წასმით
  • კარის რამდენიმეჯერ გადამოწმება
  • ღუმელის გადამოწმება და ზოგჯერ ვიდეოს გადაღება შემდგომ დარწმუნების მიზნით
  • გადათვლა გარკვეული დადგენილი წესებით
  • ჩუმად ლოცვის, ფრაზის ან სიტყვის გამეორება
  • ოჯახური მიდრეკილება, რაც გენეტიკურ ფაქტორზე მიუთითებს, თუმცა კონკრეტული გენები ამ ეტაპზე ნაპოვნი არ არის
  • ბიოლოგიური ფაქტორები: 
  • გარემო და სტრესს ფაქტორები

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ახდენს სხვადასხვა რეგისტრის ზეგავლენას ჩვენს სტაბილურობაზე და ცხოვრების ხარისხზე.

  1. ფსიქოთერაპია
  • კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია (CBT)
  • ექსპოზიციური თერაპიული მეთოდები  (ERP, EMDR, PET)
  1. მედიკამენტური მკურნალობა
  • ანტიდეპრესანტები, რომლებიც ამცირებენ შფოთვას და ობსესიის ინტენსივობას
  1. ალტერნატიული მიდგომები
  • მედიტაცია
  • ფიზიკური აქტივობა
  1. ფსიქოლოგიური მხარდაჭერა

ხშირ შემთხვევაში რეკომენდებულია მკურნალობის სხვადასხვა მეთოდების ერთდროული გამოყენება: მაგ მედიკამენტური და ფსიქოთერაპია ერთად კომბინაციაში.

მნიშვნელოვანია სპეციალისტთან დროული კონსულტაცია.

ავტორი: მარიტა ქერდიყოშვილი
რედაქტორი: გუგა გიორგი (გუგა) სიხარულიძე, ელენე ხომერიკი