სოციალურ გარემოში მარიხუანა ხშირად უვნებელ საშუალებად არის მიჩნეული. ის ხშირად აღიქმება განტვირთვის ან დასვენების საშუალებად. თუმცა მისმა ხშირად მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე დამოკიდებულება.
მარიხუანის დამოკიდებულება და მისი ნეგატიური ფაქტორები ხშირად არ არის სათანადოდო განხილული საზოგადოებრივ სივრცეში.
მარიხუანა არის THC-ის შემცველი კანაფის მცენარის გამომშრალი ფოთლები და ყვავილი.
ალტერნატიული დასახელებები: კანაფი, weed, hash, hashish, smother, pot, ganja. ყველაზე ხშირად კი მას იცნობენ მარიხუანას სახელით.
Cannabis Sativa and THC
არსებობს კანაფის მცენარის სამი ვარიაცია. მათ შორის Cannabis Sativa, არის სწორედ ის ჯიში, რომელიც შეიცავს ნივთირებას -THC (ტეტრაჰიდროკანაბინოლი). სწორედ, ეს ნივთიერება (THC) არის პასუხისმგებელი გუნება-განწყობის ცვლილებაზე. მარიხუანა ხშირად გამოიყენება რეკრეაციული და სამკურნალო კუთხით მედიცინაში. მედიცინაში მის გამოყენებას აქვს მკაცრად განსაზღვრული საზღვრები, რაც გულისხმობს მაქსიმალურ საგებელს მინიმალური ზიანის მიღების ფონზე.
ზოგიერთი “ნაკლებად ტოქსიკური” ფორმები (დაბალი THC შემცველობით) სულ უფრო ხშირად აღიქმება, როგორც პოტენციურად სამკურნალო როლის მატარებელი.
ნეიროქიმიური ცვლილებები თავის ტვინში
მარიხუანას ხშირი მოხმარებით, ადამიანი ხდება მასზე დამოკიდებული.
აღსანიშნავია, რომ ბუნებრივად, ტვინი აწარმოებს ენდოკანაბინოიდები. მარიხუანას გამოყენების შედეგად მცირდება ენდოკანაბინოეიდების გამომუშავება. მსგავსი შემცირება, რა თქმა უნდა, უარყოფით ნეიროქიმიურ ძვრებს იწყებს თავის ტვინში. მისი ქრონიკული გამოყენება, ზოგიერთ ადამიანში იწვევს ნეიროქიმიურ დამოკიდებულებას. შესაბამისად, მისი გამოყენების შეწყვეტის დროს ვლინდება მოხსნის სინდრომი. ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულების განმსაზღვრელი მახასიათებელია.
მოხსნის პროცესი გულისხმობს სიმპტომებს, როგორებიცაა: ლტოლვა,მოუსვენრობა, ძილის გაძნელება და მადის დაქვეითება გაღიზიანების და შფოთვის მკვეთრად მატება, გუნება-განწყობის გაუარესება.
დაზიანების რისკი უფრო მაღალია ახალგაზრდებში !
მარიხუანაზე დამოკიდებულება აუარესებს ფსიქიკური ჯანმრთელობას და განსაკუთრებით 25 წლამდე ასაკის ადამიანებში.
ადრეულ თინეიჯერულ ასაკში მარიხუანას მოხმარების დაწყება და გენეტიკური ფაქტორები ასრულებენ დიდ როლს დამოკიდებულების ჩამოყალიბებასა და გვერდითი ეფექტების გამოვლენაში.
მიუხედავად იმისა, რომ მარიხუანა არ იწვევს ისეთ ძლიერ ფიზიკურ დამოკიდებულებას, როგორც სხვა ნარკოტიკული საშუალებები (მაგ. ოპიატი) ფსიქოლოგიური და ქცევითი და ფსიქოლოგიური დამოკიდებულება არის ძალიან ძლიერი. ასევე აღსანიშნავია, რომ მარიხუანას შეუძლია გამოიწვიოს მოხსნის ეფექტი, უფრო მეტად გამოხატული ფსიქიკური სიმპტომებით. აღნიშნული შეიძლება გამოიხატოს შემდეგი სიმპტომებით: გაღიზიანებადობა, ბრაზის კონტროლი დარღვევა, გუნება-განწყობის დაქვეითება ან ადვილად ცვალებადობა, შფოთვის მატება, პანიკური შეტევების პროვოცირება, ძილის დარღვევა, მოუსვენრობა, დაღლილობა.
დამოკიდებულების ძირითადი ნიშნებია:
- კონტროლის დაკარგვა მოხმარების რაოდენობაზე
- უარყოფითი შედეგების მიუხედავად მოხმარების გაგრძელება
- ყოველდღიური ცხოვრებისეული მოვალეობების უგულებელყოფა
- სოციალური და პროფესიული აქტივობის შემცირება
- აღკვეთის სიმპტომები მოხმარების შეწყვეტისას
მარიხუანაზე დამოკიდებულების რისკები მრავალმხრივია და სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობასა და ცხოვრებაზე:
ფიზიკური რისკები:
- სასუნთქი სისტემის დაზიანება და ქრონიკული ბრონქიტი
- იმუნური სისტემის დასუსტება
- გულის რიტმის დარღვევები
- მოტორული უნარების გაუარესება
- ძილის პრობლემები
ფსიქიკური ჯანმრთელობის რისკები:
- შფოთვითი აშლილობის განვითარება
- დეპრესიის რისკის გაზრდა
- მეხსიერების პრობლემები
- კონცენტრაციის უნარის დაქვეითება
- მოტივაციის დაკარგვა
სოციალური რისკები:
- ოჯახური ურთიერთობების გაუარესება
- სამსახურის დაკარგვის საფრთხე
- აკადემიური მოსწრების დაქვეითება
- სოციალური იზოლაცია
- ფინანსური პრობლემები
განსაკუთრებით მაღალია რისკები შემდეგ ჯგუფებში:
- მოზარდები
- ორსული ქალები
- ფსიქიკური აშლილობების მქონე პირები
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირები
მარიხუანაზე დამოკიდებულების შემთხვევაში მკურნალობა აუცილებელია და ის მოიცავს ხანგრძლივ, კომპლექსურ მიდგომას.
მკურნალობის დროს გამოიყენება შემდეგი მიდგომები:
- მედიკამენტური მკურნალობა
- ფსიქოთერაპია
- ქცევითი თერაპია
- მხარდამჭერი ჯგუფები
მარიხუანაზე დამოკიდებულებისგან განკურნებისათვის პირველ რიგში საჭიროა პიროვნების მიერ კარგად გააზრებული გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება დაფუძნებული უნდა იყოს სამკურნალო პროცესის და მოსალოდნელი შედეგების შესახებ სწორად ინფორმირებაზე.
სამკურნალო პროცესის დაგეგმვა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად დამოკიდებულების სიმძიმის, არსებული ფსიქიკური პრობლემების, პიროვნული მახასიათებლებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.