იპოქონდრია

წარმოიდგინეთ, რომ უვნებელი ფიზიკური დისკომფორტის შემდეგ გეუფლებათ ძლიერი შიში. თქვენს გონებას მოიცავს ფიქრების იმის შესახებ, რომ რაიმე მომაკვდინებელი დაავადება გჭირთ. ექიმების და კვლევების შედეგების მიუხედავად ეს ფიქრები და შფოთვა არ მცირდება. იპოქონდრიის მქონე პირისთვის, ბუნებრივი სხეულებრივი შეგრძნებები აღიქმება მნიშვნელოვან საფრთხედ.  

საკუთარ ჯანმრთელობაზე დროდადრო ფიქრი ნორმალურია. იპოქონდრიის შემთხვევაში კი, ეს ფიქრები ადამიანის მთელს ცხოვრებას მოიცავს. ამ პრობლემის წინაშე მყოფი პირისთვის ყოველდღიური ცხოვრება უკიდურესად რთული ხდება.

ზუსტი პასუხი ამ კითხვაზე ჯერ-ჯერობით უცნობია. იპოქონდრიის განვითარების შანსები იზრდება შემდეგ შემთხვევებში:

  • შფოთვითი აშლილობის ოჯახური ისტორია
  • ავადმყოფობის ადრეული გამოცდილება 
  • ძალადობის და ტრავმის ადრეული გამოცდილება 
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა: შფოთვა, დეპრესია, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა

ზოგიერთი ქცევა, იპოქონდრიის მქონე პირში აძლიერებს შფოთვას.

  •  ინტერნეტში დაავადებების შესახებ კითხვა
  • სატელევიზიო გადაცემის ყურება, რომელიც შეიცავს ინფორმაციას რაიმე დაავადების შესახებ
  • მძიმე დაავადების მქონე ადამიანის გაცნობა და ან მისი ისტორიის მოსმენა

იპოქონდრია შეიძლება გამოვლინდეს აკვიატებული აზრებისა და ქცევითი სიმპტომების სახით. როგორიცაა:

  •  ბევრი ფიქრი “მძიმე” დაავადებებზე
  • ექიმთან ხშირი ვიზიტი
  • სამედიცინო კვლევების ხშირი ჩატარება
  •  ინფორმაციის ძიება სხვადასხვა დაავადებებზე
  •  ექიმის პოზიტიური დასკვნების და კვლევების დადებითი შედეგების მიუხედავად, კვლავ აკვიატებული ფიქრი,  რომ მას რაიმე სახიფათო დაავადება სჭირს
  •   ხშირად საუბარი ჯანმრთელობაზე მეგობრებთან და ოჯახთან
  • ძილთან დაკავშირებული პრობლემები
  • შფოთვის გამო სირთულეები: ოჯახში, სამსახურსა თუ სოციალურ წრეში

იპოქონდრიის მკურნალობა მოიცავს ფსიქოთერაპიას, ცხოვრების წესის კორექტირებასა და მედიკამენტოზურ მკურნალობას. მოგაწვდით  რამდენიმე გავრცელებულ მეთოდს, მდგომარეობის მართვისა და მკურნალობისთვის:

იპოქონდრიის დროს CBT თერაპია ეხმარება ინდივიდებს შეიმუშაონ უფრო ჯანსაღი, რაციონალური შეხედულებები თავიანთი ჯანმრთელობის შესახებ.

პროფესიონალის მიერ შერჩეული მედიკამენტით მკურნალობა დაგეხმარებათ შფოთვის შემცირებაში  და სიმპტომების მართვაში.

ინფორმაცია, დაავადების სიმპტომების, მკურნალობის და პროგნოზის შესახებ, რომელიც ეხმარება ინდივიდს განკურნების პროცესის უკეთესად მართვაში.

ავტორი: ელენე ხომერიკი
რედაქტორები: გუგა სიხარულიძე, ელენე გოგოხია, მარიამ ახმეტელი