აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება

აზარტული თამაში საწყის ეტაპზე შეიძლება უვნებელი გართობა იყოს. მეგობრებთან ერთად კაზინოში გასვლა, რამდენიმე ონლაინ ფსონი, რომელიც ცხოვრებას “ უფრო საინტერესოს” გახდის. მოლოდინის გრძნობა, იმედი, რომ ამჯერად იღბალი თქვენს მხარეს იქნება. თუმცა, ზოგიერთისთვის ეს ემოციები სწრაფად გადაიზრდება უბრალო თამაშიდან რაღაც უფრო მეტში, რაც საბოლოოდ სრულიად მოიცავს მათ ცხოვრებას. 

დამოკიდებულება არ არის მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთ ღამეში ყველაფერს კარგავ. ზოგჯერ ეს არის ნელი, მაგრამ შეუქცევადი პროცესი. შედეგი- თვითშეფასების, ურთიერთობების, ფინანსური უსაფრთხოების და ფსიქიკური ჯანმრთელობის თანდათანობითი ჩაქრობა. ეს ყოველივე იწყება კონტროლის ილუზიით და მთავრდება იმედგაცრუების უფრო ღრმა ხაფანგით, რომელიც ხშირად იმალება იმ უბრალო სიამოვნების ქვეშ, რაც თავიდან მავნე საერთოდ არ ჩანს.

  • როდესაც თამაშის დაუძლეველი ლტოლვა წამყვანია, ხოლო მოგება და წაგება მეორეხარისცხოვანი.
  • მოთხოვნილება იმდენად ძლიერია, რომ მოთამაშე ვეღარ უმკლავდება და მთლიანად შეპრყრობილია მისით.
  • როდესაც იცვლება ქცევის სტილი და პიროვნული მახასიათებლები.
  • ვიტარდება სოციალური იზოლაცია და ჩნდება ფინანსური პრობლემები. 
  • თავს იჩენს დეპრესია ან სუიციდური ფიქრები

ონლაინ კაზინოების გავრცელებამ მნიშვნელოვნად გაზარდა დამოკიდებული ადამიანების რაოდენობა. ძალიან აშკარაა, რომ აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა მოგების იმედია. თითოეული ადამიანი, რომელიც ამ პრობლემის წინაშე დგას, იწყებს მოგებით მანამ, სანამ ეს ქცევა იძულებითი არ ხდება. ერთხელ, ორჯერ ან თუნდაც სამჯერ მოგებით, ადამიანს ეძლევა უდიდესი იმედი და აზარტი, საიდანაც თავის დაღწევა დრო და დრო რთულდება. ეს პროცესი ავიწროებს აზროვნებას და იწვევს ცნობიერების შეზღუდვას. მოგების იმედის მანკიერი მხარე კი სწორედ მაშინ ჩნდება, როცა იწყება ფულის დაკარგვა. იმ ერთადერთ ფსონს შეუძლია გადაიხადოს ყველა თქვენი ვალი და დაგიბრუნოთ ნორმალურ ცხოვრება. თავიდან მცირედითაც კმაყოფილდებით მაგრამ რაც დრო გადის უფრო მეტი გჭირდებათ.

ამ მანკიერი წრის ნაწილია ისიც, რომ ამ დროს ადამიანს ჰგონია და დარწმუნებულიცაა რომ თამაშის დროს ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული, ეს იწვევს სხვადასხვა ტიპის რწმენებს (ყოველი კენტი რიცხვით ვიგებ, ყოველი მეორე რიცხვი მომგებიანია). ეს პროცესი აშკარად დაკავშირებულია მოგების იმედთან. თუ ერთი თამაში გავლენას მოახდენს შემდეგზე, შემდეგში კიდევ უფრო მყარდება რწმენა და ფიქრი იმაზე რომ საბოლოოდ შეიძლება თამაშის მოგება.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ამ დაავადების დროს, როცა ადამიანს ჰგონია და სჯერა, რომ ის ყველაფერს აკონტროლებს. აზარტულ მოთამაშეებს შორის ასევე ძალიან გავრცელებული რწმენაა, რომ ადამიანს შეუძლია გავლენა მოახდინოს თამაშზე და მის შედეგზე. კამათლების უფრო ძლიერად გაგორება, ყოველთვის ერთი და იგივე მონეტის გამოყენება და ა.შ… ეს ყველაფერი ილუზიაა, რომელსაც თავის სანუგეშოდ იყენებენ.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება მოითხოვს მკურნალობის სპეციფიკურ კომპონენტებს. აზარტული თამაშებზე დამოკიდებულების მკურნალობა და გამოჯანმრთელება მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად, მოიცავს ფსიქოთერაპიას. 

მისი იძულებითი მკურნალობა შეიძლება ძალიან რთული იყოს. ეს ნაწილობრივ იმიტომ ხდება, რომ ადამიანებს უჭირთ იმის აღიარება, რომ პრობლემა აქვთ. მიუხედავად ამისა, მკურნალობის ძირითადი ნაწილი სწორედ პრობლემის აღიარებასა და მიღებაზეა მიმართული.

  • დეპრესია, შფოთვა, პიროვნული/ქცევითი აშლილობები, ნარკოდამოკიდებულება და სუიციდი
  • დეპრესიის შედეგები: ირღვევა – შრომისუნარიანობა, მოტივაცია და წარმატებაზე ორიენტირებულობა, მიკრო და მაკრო სოციალური ურთიერთობები (ოჯახი, მეგობრები, სამსახური), იზრდება სუიციდის რისკი
  • აზარტული თამაშებში ჩართვამდე გაეცანით მოსალოდნელ რისკებს და შედეგებს.
  • მოძებნეთ აზარტული თამაშის ალტერნატიული წყარო შინაგანი სურვილების დასაკმაყოფილებლად.
  • ვინც ხშირად თამაშობთ, მაგრამ ჯერ არ ხართ დამოკიდებული, მიმართეთ სპეციალისტს; ჯერ კიდევ ადვილია პრობლემის დამარცხება.
  •   როდესაც დამოკიდებული ხართ, გახსოვდეთ, ეს არ არის დასასრული, სთხოვეთ დახმარება ახლობელ ადამიანებს.
  • დამოკიდებულება და დახმარების თხოვნა სირხვილის არ არის.
  • და ბოლოს, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. მთავარია, დროულად ვიმოქმედოთ და სწორად გამოვიყენოთ ჩვენი რესურსები.
  • დამოკიდებულების დასაძლევად მნიშვნელოვანია არ მხოლოდ პაციენტის და სპეციალისტის, არამედ  ოჯახის და მეგობრების ჩართულობა.
  • არასდროს გააკრიტიკოთ, არ უთხრათ მოთამაშეს, რომ ის არის დაავადებული, ავადმყოფი ან  სუსტი.
  • ნუ ეტყვით: „რატომ ვერ აგყავს თავი ხელში?“. ნუ შეადარებთ სხვას, რადგან ამ დროს ეცემა თვითშეფასება და კიდევ უფრო შორდება გამოსავალს.
  • გაამხნევეთ, მიეცით იმედი, უთხარით, რომ ჩაჰკიდებთ ხელს, იდგებით მის გვერდით ამ მძიმე, თუმცა საინტერესო ბრძოლაში.
  • ეს არ არის ხანმოკლე და იოლი პროცესი, იარეთ წინ სწორი მიმართულებით და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.
  • კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია, რომელიც ფოკუსირებულია არაჯანსაღი, ირაციონალური და უარყოფითი რწმენის იდენტიფიცირებაზე და მათ შეცვლაზე ჯანსაღი და პოზიტიური აზრებით, ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი თერაპიული მეთოდია.
  • ჯგუფური თერაპია, მოტივაციურ ინტერვიუირებასა და ჯგუფურ თერაპიასთან ერთად. 
  • უმეტეს შემთხვევაში, აუცილებელია კომპლექსური მკურნალობა, მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ, ფსიქიატრების, კლინიკიური ფსიქოლოგების და ფსიქოთერაპევტების ჩართულობით.
ავტორი: ანი მოწონელიძე
რედაქტორები: გუგა სიხარულიძე, ელენე ხომერიკი