მედიკამენტების ეფექტურობა და უსაფრთხოება

მედიკამენტების უმეტესობა მოქმედებს ნეიროტრანსმიტერებზე (დოფამინი, სეროტონინი, ნორეპინეფრინი…), ისინი ასრულებენ ნეირონებს შორის ბიოქიმიური მესენჯერების როლს. უზრუნველყოფენ ნერვული იმპულსების გავრცელებას ნერვულ სისტემაში.

როდესაც ნეიროტრანსმიტერების აქტივობის დონე ქვეითდება ან პირიქით, იზრდება, შედეგად ვიღებთ არასასურველ ქიმიურ რეაქციებს, რაც გამოიხატება ფსიქიკური ჯანმრთელობის რღვევით.

მედიკამენტები ნეიროტრანსმიტერების აქტივობის დონეს არეგულირებენ, თავის ტვინში აღადგენენ ბიოქიმიურ ბალანსს, რის შედეგადაც დაავადების სიმპტომები  მცირდება და უმჯობესდება ადამიანის მდგომარეობა.


სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა რეკომენდირებულია, როდესაც პიროვნება კარგავს ემოციურ ბალანსს, ქვეითდება სოციალური აქტივობა და შრომისუნარიანობა, ქვეითდება ხალისი და ინტერესები. დროული მიმართვა მნიშვნელოვანია სამომავლო პროგნოზისთვის.   

მკურნალობის სქემის შედგენა ხდება პაციენტის პიროვნული თავისებურებების, ფსიქიკური და ფიზიკური ( წარსული და ამჟამინდელი)  მდგომარეობისა და გამოხატული სიმპტომების ანალიზის გათვალისწინებით.პროცესში საჭიროებისამებრ გამოიყენება სხვადასხვა ტესტირების მეთოდები და დიაგნოსტიკური შკალები.

ყოველდღიური დაკვირვებითა და განმეორებადი კონსულტაციებით ხდება დაკვირვება მედიკამენტების მოქმედების ხარისხზე, გვერდით მოვლენებზე, პროგრესზე. საჭიროებისამებრ ხორციელდება ფარმაკოლოგიური პრეპარატების კორექტირება.

მედიკამენტური კომბინაცია მიმართულია დაავადების გამომწვევ მიზეზებსა და მიმდინარე სიმპტომების კორეგირებაზე. დაავადების ნიშნების შემცირებასთან ერთად  რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით მივმართოთ რეაბილიტაციურ, აღდგენით ღონისძიებებს.


ექიმის რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებისას შესაძლებელია გვერდითი მოვლენების დროული აღმოფხვრა. დანიშნულების მიღებისას განმეორებადი კონსულტაციის ვადები სწორედ ამ პრინციპით ირჩევა. თუ გრძნობთ რაიმე დისკომფორტს და ჯერ არ გიწევთ გეგმიური ვიზიტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

   ანტიფსიქოზური მედიკამენტის შერჩევისას უპირატესობას ვანიჭებთ ახალი, მეორე თაობის ჯგუფის მედიკამენტებისგან შექმნილ თანამედროვე სქემებს, რადგან მათ გაცილებით ნაკლები გვერდითი მოვლენები ახლავთ თან. მედიკამენტური თერაპიის დასაწყისში მეტად ინტენსიური დაკვირვება გვაძლევს გამოვლენილი გვერდითი მოვლენების სწრაფი აღკვეთის საშუალებას.

 მკურნალობის დაახლობითი ხანგრძლივობის განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაცისას. ვადები ვარიაბელურია,რადგან ყველა ადამიანის ფსიქიკა და ფსიქიკური მდგომარეობა განსხვავებულია, ხოლო მედიკამენტები უნივერსალურად არ მუშაობს. 

 მკურნალობის ვადები დინამიურად იცვლება. იმის მიხედვით, თუ რა სიმწვავის სიმპტომებთან გვაქვს საქმე, იცავს თუ არა პაციენტი ზედმიწევნით დანიშნულებას, დროულად გადის თუ არა კონსულტაციას მკურნალ ექიმთან. 

   ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება მკვეთრად ახანგრძლივებს მკურნალობას.  

ქრონიკული მდგომარეობებისას, როგორებიცაა ფსიქოზი, ბიპოლარული აშლილობა, შიზოფრენია და სხვა, მკურნალობა შესაძლებელია მუდმივიც იყოს.

კვლევები გვაჩვენებს, რომ მედიკამენტები თავისი ემოციური რეგულაციისა და სტრესის მენეჯმენტის უნარით ხშირად ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ხარისხსს.


ანტიფსიქოზური მედიკამენტების შემთხვევაში, ხშირია მადის მატება და მომატებული წონისგან განვითარებული მეტაბოლური სინდრომი.

პრევენციისთვის გაიცემა რეკომენდაცია ფიზიკური აქტივობის, ჯანსაღი კვების და ენდოკრინოლოგის სუპერვიზიის.

ბენზოდიაზეპინები, შფოთვის მართვაში ეფექტური მედიკამენტების ჯგუფია, თუმცა არის რისკი დამოკიდებულების განვითარების. პრევენციისთვის ამ ჯგუფის მედიკამენტებს მინიმალურად ვიყენებთ მკურნალობაში.


მედიკამენტების ეფექტურობა დამოკიდებულია ორგანიზმის შეწოვის, დისტრიბუციისა და მეტაბოლურ ფუნქციებზე.

ასევე, განსხვავდება სიმპტომების სიმწვავის მდგრადობა, პიროვნული მახასიათებლები, ფიზიკური მდგომარეობა, ფსიქოლოგიური განწყობა.

მედიკამენტების რეზისტენტობას ხშირად ვაწყდებით ქალა-ტვინის ტრავმებისას, რის გამოც გავცემთ თავის ტვინის ქერქის კვლევის რეკომენდაციას და ვადგენთ შესაბამის ალტერნატიულ მკურნალობის გეგმას.


ავტორი: მარიამ ახმეტელი
რედაქტორი: გუგა სიხარულიძე, ელენე ხომერიკი