იწვევს თუ არა სამკურნალო მედიკამენტები დამოკიდებულებას?
უარი გითქვამთ ან შეგიკავებიათ თავი მედიკამენტების მიღებისგან, იმის შიშით, რომ მათზე დამოკიდებულება არ ჩამოგყალიბებოდათ? ხშირად ადამიანები, ერიდებიან მედიკამეტების მიღებას, რათა არ გახდნენ სამკურნალო მედიკამენტებზე დამოკიდებულები.
წლების მანძილზე მიმდინარე საერთაშორისო კვლევებმა აჩვენა, რომ ანტიფსიქოზური და ანტიდეპრესანტების ჯგუფის მედიკამენტები არ ავლენს დამოკიდებულების ნიშნებს.
თუმცა, ანქსიოლიზური (შფოთვის შესამცირებელი) პრეპარატების ნაწილი (ბენზოდიაზეპინები, ბარბიტურატები, საძილე პრეპარატების ნაწილი), რომლებიც გამოიყენება შფოთვითი სიმპტომების შესამცირებლად, არასწორი მოხმარების შემთხვევაში, ავლენს დამოკიდებულები მაღალ რისკს.
იმისათვის რომ უკეთ ვიყოთ ინფორმირებული თუ რომელი მედიკამენტი რომელ ჯგუფს მიეკუთვნება გთავაზობთ, საქართველოში გავრცელებული მედიკამენტების კლასიფიკაციას:
ბენზოდიაზეპინები: დიაზეპამი, ლორაზეპამი (ლორაფენი), ალპრაზოლამი (ქსანაქსი, ზოლომაქსი), კლონაზეპამი(რივოტრილი), ფენაზეპამი.
საძილე მედიკამენტები: ზოპიკლონი (სომნოლლი, იმოვანი), ზოლპიდემი, ზალპეტონი
გაბაერგული პრეპარატები: გაბაპენტინი (გაბა გამა), პრეგაბალინი (ლირიკა)
ბარბიტურატები: ფენობარბიტალი (კორვალოლი, კორვალ ჯი, კორსიზი)
აღნიშნული ჯგუფის პრეპარატები საწყის ეტაპზე ძლიერი დამამშვიდებელი, შფოთვის “მომხსნელი” ეფექტით გამოირჩევიან, გარკვეული დროის შემდეგ ორგანიზმი ხდება მათ მიმართ ტოლერანტული, დგება საჭიროება დოზის მატების. ტოლერანტობა, ანუ, დოზის მატების მიუხედავად მოქმედების ეფექტურობის დაკარგვა დაუსრულებელი პროცესია და შესაძლებელია მოხდეს ტოქსიურ დოზებამდე გაზრდაც. საბოლოოდ, ადამიანი მიდის მდგომარეობამდე, როდესაც მიუხედავად მედიკამენტის მაღალი დოზისა ვერ იღებს სასურველ შედეგს შფთვის შემცირებას.
მსგავსი დამოკიდებულება, საბოლოო ჯანმში, ბევრად ართულებს დაავადების მიმდინარეობას და ამცირებს მისი შემდგომ მკურანლობის ეფქტურობას.
პრეპარატებზე დამოკიდებულება ძირითადად ვითარდება თვითდიაგნოსტირებისა და თითმკურნალობის მცდელობებისას, ან ექიმის რეკომენდაციების დარღვევისას. მათი გამოყენება რეკომენდირებულია მოკლე ვადით, ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.
თუ შფოთვის შესამცირებლად მედიკამენტის დანიშნულ დოზაზე მეტს იღებთ, ეს შესაძლებელია იყოს სიგნალი, რომ დროა მიმართოთ ექიმს.
მედიკამენტები შევწყვიტე, რატომ ვარ ცუდად? დამოკიდებული ვარ?
უმეტესწილად პასუხია არა. დანიშნულების უეცარი შეწყვეტისას უსიამოვნო განცდები არ ნიშნავს დამოკიდებულებას, თუ ეს არ ეხება იმ მედიკამენტების ჯგუფს, რომელიც ზემოთ იქნა აღნიშნული (ბენზოდიაზეპინებ, და სხვა ანქსიოლიზური მედიკამენტები). უბრალოდ ზოგიერთი მედიკამენტის განსაკუთრებით ანტიდეპრესანტების შემთხვევაში მათ დანიშვნას და მოხსნას აქვს გარკვეული თავისებურებები, რომელთა დარღვევა იწვევს არასასურველ შეგრძნებებს და შედეგებს.
მედიკამეტის ხანგრძლივი მიღების საჭიროება შეიძლება განპირობებული იყოს დაავადების ქრონიკულობიდან ან ხანგრძლივი მკურანლობის საჭიროებიდან გამომდინარე, რაც სულაც არ ნიშნავს დამოკიდებულებას.
სამედიცინო პრაქტიკა ხშირად გულისხმობს ზოგიერთი მედიკამენტის განსაზღვრული სქემით მიღება.
რა ჯგუფის მედიკამენტების გამოყენებაა ეფექტური და რეკომენდირებული თანამედროვე პრაქტიკაში?
დღესდღეობით, თანამედროვე მედიცინა მიმართულია, მაქსიმალურად უსაფრთხო და ეფექტური, ინდივიდუალურად მორგებული მედიკამენტური მკურნალობის შერჩევასა და თითოეული სიმპტომის, მათი სიმწვავისა და პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებაზე.
სწორედ ამ მიდგომის ერთგულია ჩვენი კლინიკა.
თითოეული პაციენტის მკურნალობის გეგმა უნდა შედგეს ინდივიდუალურად, მათი დიაგნოზის, პიროვნული და სოციალური მახასიათებლების, თანხმლები დაავადებების და ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებით.
ფსიქიკური ჯანრმთელობის სფეროში გამოყენებული “უსაფრთხო” მედიკამენტების ძირითადი ჯგუფებია: ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური მედიკამენტები, ზოგიერთი შფოთვის საწინააღმდეგო პრეპარატი, გუნებ-განწყობის სტაბილიზატორები, ზოგიერთი საძილე პრეპარატები, ნოოტროპული საშუალებები და სხვა საშუალებები. მათი სწორი გამოყენება უსაფრთხოა და დამოკიდებულების რისკი პრაქტიკულად არ არსებობს.
პაციენტის ჯანმრთელობაზე და ფსქიოლოგიურ კეთილდღეობაზე ზრუნვა უსაფრთხო და ეფექტიანი მკურნალობით არის თანამედროვე ფსიქიკური ჯანრმთელობის სერვისების ძირითადი გამოწვევა.