მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა

მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა არის პიროვნული აშლილობა (ხასიათის პათოლოგია) რომელიც ხასიათდება ემოციური არასტაბილურობით, ურთიერთობების შენარჩუნების სირთულეებით და საკუთარი თავის აღქმის დამახინჯებით. ამ მდგომარეობით მცხოვრებ ადამიანებს ხშირად უჭირთ იმპულსური ქცევის კონტროლი და აქვთ მიტოვების შიში.

  • ემოციური არასტაბილურობა: ინტენსიური ემოციები რომლებიც შეიძლება გაგრძელდეს წუთები, საათები ან დღეები.
  • მიტოვების შიში: ექსტრემალური ძალისხმევა რეალური ან წარმოსახვითი უარყოფის ან სოციუმისგან გამოყოფის თავიდან ასაცილებლად.
  • არამდგრადი ურთიერთობები: ურთიერთობებში სირთულეები, რომლებიც ხშირად გადადის იდეალიზაციასა და არასტაბილურობაში.
  • იმპულსური ქცევა: რისკიანი ქმედებები, როგორიცაა ზედმეტი ხარჯვა, ნივთიერებების გამოყენება ან უპასუხისმგებლო ქცევა.
  • დარღვეული თვითშეფასება: საკუთარი იდენტობის დაკარგვა ან მუდმივი სიცარიელის განცდა.
  • ბრაზი და გაღიზიანება: ბრაზის კონტროლის სიძნელეები, რასაც თან ახლავს აფეთქებები ან გაღიზიანება.
  • თვითდაზიანება ან სუიციდი: განმეორებადი ფიქრები ან ქმედებები თვითდაზიანების ან სუიციდის.

ზუსტი მიზეზი უცნობია, ის შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი ფაქტორების კომბინაციამ:

  1. გენეტიკა: მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის ან სხვა ფსიქიკური აშლილობების ოჯახური ისტორია ზრდის რისკს.
  2. ტვინის ფუნქციური დარღვევა: ემოციების რეგულირებასა და იმპულსების კონტროლზე პასუხისმგებელი ტვინის ქიმიური დისბალანსი.
  3. ბავშვობის გამოცდილება: ტრავმა, უგულებელყოფა ან ძალადობა ბავშვობის პერიოდში.

როგორც ყველა პიროვნული აშლილობა ხელს უშლის ადამიანს გარემოსთან ჰარმონიულ ურთიერთობაში. ართულებს სტაბილური ურთიერთობების შენარჩუნებას, გრძელვადიანი მიზნების მიღწევას და სტრესის მიმართ მედეგობას. ამ მდგომარეობის მქონე პირებს ხშირად აქვთ განცდა, რომ მათი არ ესმით, რაც იწვევს იზოლაციას ან ურთიერთობების გაწყვეტას.

  • დიალექტიკური ქცევის თერაპია (DBT): სპეციალურად შექმნილია მოსაზღვრე პიროვნული აშლილობისთვის და ეხმარება ემოციების მართვაში, ურთიერთობების გაუმჯობესებაში და თვითდაზიანების შემცირებაში.
  • კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია (CBT): ეხმარება უარყოფითი ფიქრების შეცვლაში და ქცევის კონტროლში.
  • ჯგუფური სესიები უზრუნველყოფს მეგობრობის განცდასა და საერთო გაგებას, რაც ადამიანს ეხმარება მარტოობის განცდის დაძლევაში.

  • რეგულარული ფიზიკური აქტივობა, მედიტაცია  და სტრესის მართვის ტექნიკები.

თანადგომა, სწორი ინფორმირება, დესტიგმატიზაცია, მკურნალობის შესახებ რჩევების მიცემა იწვევს მოტივაციის და იმედის  გაჩენას პრობლემის დაძლევასთან დაკავშირებით.

ავტორი: ელენე გოგოხია
რედაქტორები: გუგა სიხარულიძე, მარიამ ახმეტელი