სხეულის დისმორფული აშლილობა არის საკუთარი სხეულის ზედმეტად კრიტიკულად შეფასება და მუდმივად ნაკლის ძიება. ინდივიდის მიერ საკუთარ გარეგნობაზე გადაჭარბებულმა კრიტიკამ, შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, თვითშეფასებასა და ურთიერთობებზე.
ეს ნაკლოვანებები უმნიშვნელოა ან საერთოდ არ არსებობს, მაგრამ პირისთვის ისინი აუტანლად დიდი და მძიმე ჩანს. ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, ხშირად საათებს ხარჯავენ საკუთარი გარეგნობის განხილვაში, რაც იწვევს ემოციურ დისკომფორტს და ფუნქციური შესაძლებლობების შეზღუდვას.
სხეულის დისმორფული აშლილობის ნიშნები და სიმპტომები:
- სარკეში ხშირი ყურება ან მუდმივი სურვილი რომ გაიგოთ სხვისი აზრი თქვენს გარეგნობაზე
- საკუთარი თავის გადაჭარბებული მოვლა.
- საკუთარი გარეგნობის მუდმივი შედარება სხვებთან.
- სოციუმისგან თავიდან არიდება, გარეგნობის განსჯის შიშის გამო.
- საჭიროების გარეშე კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება.
რა იწვევს სხეულის დისმორფული აშლილობას?
- ბიოლოგიური: თავის ტვინის ქიმიური დისბალანსი.
- ფსიქოლოგიური: დაბალი თვითშეფასება, პერფექციონიზმი ან გარეგნობასთან დაკავშირებული ბულინგი ან დაცინვა.
- გარემო ფაქტორები: საზოგადოების ზეწოლა და მედიისა და სოციალური ქსელების მიერ დაწესებული არარეალური სილამაზის სტანდარტები.
ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელისშემშლელი ფაქტორები
- სოციალური იზოლაცია: სოციალური სიტუაციების თავიდან არიდებას სირცხვილის ან უხერხულობის გამო.
- ემოციური დისკომფორტი: შფოთვის, დეპრესიის ან უიმედობის განცდა.
- ფუნქციური შეზღუდულობა: სამუშაოს, სასწავლებლის ან ურთიერთობების შენარჩუნების სირთულე.
- თვითდაზიანების მაღალი რისკი: საკუთარ გარეგნობით მუდმივი უკმაყოფილება, შეიძლება იწვევდეს ადამიანის მიერ თვითდაზიანების მცდელობებს ან სურვილს.
მკურნალობა
- მედიკამენტური თერაპია – მოიცავს ძირითადი და თანმხლები სიმპტომების მკურნალობას, ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით.
- ფსიქოთერაპია
- კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია (CBT): ეხმარება ადამიანს, შეცვალოს გარეგნობასთან დაკავშირებული უარყოფითი ფიქრები.
- ექსპოზიცია და რეაქციის პრევენცია (ERP): თანდათან ამცირებს ისეთ კომპულსიურ ქცევებს, როგორიცაა სარკეში ყურება ან გადაჭარბებული მოვლა.
- მხარდამჭერი ჯგუფები – სხვა ადამიანებთან დაკავშირება, რომლებსაც მსგავსი გამოცდილება აქვთ, უზრუნველყოფს ემოციურ მხარდაჭერას.
- ცხოვრების წესის ცვლილებები – ფიზიკური აქტივობა და ახალი ჰობის გაჩენა ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას.
სხეულის დისმორფული აშლილობა ყურადსაღები ფსიქიკური დარღვევაა, რომელიც საჭიროებს გაგებას და მხარდაჭერას. სწორი მკურნალობით შესაძლებელია სასურველი შედეგის მიღწევა და სრულფასოვანი ცხოვრების დაბრუნება.