ემოციური კვება საკმაოდ გავრცელებული და ხშირად არასწორად გაგებული კვებითი აშლილობაა. ის შეიძლება ნებისმიერი ასაკის, სქესისა თუ სოციალური ფენის ადამიანს დაემართოს.
ემოციური კვება ხასიათდება საკვების დიდი რაოდენობის მიღებით მოხმარებით, ხშირად საიდუმლოდ ან განმარტოებით. ეს არ არის შიმშილით გამოწვეული ქცევა. განპირობებულია ისეთი ემოციური ფაქტორებით, როგორიცაა სტრესი, სევდა, მოწყენილობა ან შფოთვა.
ამ მდგომარეობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი არის თავის შეკავების შეუძლებლობა, ნაყროვანების მიუხედავად. შემდეგ კი ჩნდება სინანული, სიძულვილი საკუთარი თავის მიმართ და იმედგაცრუება. ეს იწვევს დამატების სტრესს და ეს სტრესი კიდევ უფრო ამძაფრებს დაავადების გამოვლენას. შედეგად იქმნება მანკიერი წრე, რომლისგან თავის დაღწევა სირთულეებთან არის დაკავშირებული.
რითი განსხვავდება ბულიმია და ემოციური კვება?
ბულიმია და ემოციური კვება ერთი შეხედვით ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ბულიმიით დაავადებული ადამიანები საკვების მიღების შემდეგ მიმართავენ კომპენსაციურ ქმედებებს, როგორიცაა გამწმენდი პროცედურები, ჭარბი ვარჯიში ან შიმშილი. ემოციური კვების დროს ასეთი ქმედებები არ ხდება, რაც დროთა განმავლობაში იწვევს შესაბამის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ცვლილებებს.
სიმპტომები და ნიშნები:
- საკვების ნორმალურზე ბევრად სწრაფად ჭამა.
- საკვების მიღება, სანამ ადამიანი არ იგრძნობს გადაჭარბებული დანაყრების დისკომფორტს.
- დიდი რაოდენობით საკვების მოხმარება შიმშილის გრძნობის გარეშე.
- ჭამის გამო უხერხულობის ან სირცხვილის განცდა.
- ჭამის შემდეგ დანაშაულის, სევდის ან შფოთვის შეგრძნება.
რატომ ვითარდება ემოციური კვება?
ემოციური კვების ჩამოყალიბებაზე გავლენას შეიძლება ახდენდეს შემდეგი ფაქტორები:
- ემოციური დაძაბულობა: ბევრი ადამიანი საკვებს იყენებს ემოციური სტრესის მოსახსნელად.
- ბიოლოგიური ფაქტორები: თავის ტვინის ქიმიური ცვლილებები, როგორიცაა მაგალითად დოფამინის ნაკლებობა.
- მკაცრი დიეტები: მკაცრ დიეტებს ახასიათებს აკრძალვის და ზედმეტი ჭამის ციკლები.
- სოციალური გავლენა: სხეულის “იდეალური ფორმების” სტანდარტიზაცია ხელს უწყობს არაჯანსაღი კვებითი ქცევების ჩამოყალიბებას.
უკონტროლო კვების შედეგები
უკონტროლო კვებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ ჯანმრთელობაზე. ეს ზრდის სიმსუქნის, დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემების რისკს. ემოციური თვალსაზრისით, ის ხშირად იწვევს თვითშეფასების დაქვეითებას, დეპრესიასა და შფოთვას.
მკურნალობის მეთოდები
- თერაპია: კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია (CBT) ყველაზე ეფექტურ მეთოდად ითვლება, რადგან ის ეხმარება ადამიანებს, შეიცვალონ ფიქრი და ქცევა საკვებთან დაკავშირებით.
- მედიკამენტები: გარკვეული მედიკამენტები ხელს უწყობს განწყობის და მადის რეგულირებას.
- მხარდაჭერის ჯგუფები: სხვა ადამიანებთან დაკავშირება, რომლებსაც მსგავსი გამოცდილება აქვთ.
- ნუტრიციოლოგის კონსულტაცია: ხელს უწყობს დაბალანსებული კვების გეგმის შექმნას.
შეჯამება:
- ემოციური კვება არ არის ნებისყოფის ნაკლებობა ან დისციპლინის არქონა;
- ის არის ფსიქიკური დარღვევა, რომელიც საჭიროებს გაგებას და მკურნალობას.
- ცნობიერების ამაღლებით და სტიგმის შემცირებით, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს.
- სპეციალისტის ჩართულობა (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი) ხშირს შემთხვევაში იძლევა კარგ შედეგს