
გიორგი (გუგა) სიხარულიძე
MD, PhD — ფსიქიატრი · პროფესორი · კლინიკური მკვლევარი
მენტალური ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი თბილისში — ისტორია, მისია, გუნდი.
გუნდი

MD, PhD — ფსიქიატრი · პროფესორი · კლინიკური მკვლევარი

ფსიქიატრი/დღის სტაციონარის მიმართულების ხელმძღვანელი/ტრენერი/

ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრი

კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი

ფსიქოთერაპევტი, MD

ფსიქოთერაპევტი

ფსიქოლოგი/სომატური და ფსიქოდინამიკური ფსიქოთერაპევტი/ტრენერი

რეზიდენტი ფსიქიატრი

რეზიდენტი ფსიქიატრი

ფსიქოლოგი/ფსიქოთერაპევტი/ტრენერი

ფსიქოლოგი

ფსიქოლოგი

კლინიკური ფსიქოლოგი

ფსიქოლოგი

კლინიკური ფსიქოლოგიის ინტერნი

ფსიქოლოგი

ფსიქოლოგი

კლინიკური ფსიქოლოგი

GSMRC Academy-ის სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებების ხელმძღვანელი
GSMRC-ის დამფუძნებელი და დირექტორი. ფსიქიატრიის რეზიდენტურის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU), GSMRC-ის აკრედიტებული CME პროგრამების ხელმძღვანელი. დოქტორი (PhD, Dr.P.H.). ამჟამად სადოქტორო კვლევით პროგრამაზეა ლეიდენის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში (LUMC). კლინიკურ პრაქტიკაში ორ ათწლეულზე მეტი გამოცდილება აქვს, აკადემიურ სწავლებაში — 2009 წლიდან. კითხულობს სალექციო კურსებს ფსიქიატრებისა და სხვა პროფილის ექიმებისთვის ფსიქოფარმაკოლოგიასა და კლინიკურ ფსიქიატრიაში. ბოლო წლებში მუშაობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მულტიდისციპლინურ მიდგომებსა და კომორბიდული დაავადებების მკურნალობაზე. ამავე მიმართულებით ატარებს მულტიდისციპლინურ კურსებს. ავტორია საზოგადოებრივი პროექტების — YouTube-პოდკასტების „როცა კლინიკა იკეტება“ და „ასი კითხვა ფსიქიატრს“. ორივე ფსიქიკური ჯანმრთელობის დესტიგმატიზაციასა და ფსიქოგანათლებას ემსახურება და ამაღლებს საზოგადოებისა და ექიმების ცოდნას მულტიდისციპლინური მიდგომების შესახებ. კლუბის „ექსპერტები მენტალური ჯანმრთელობისთვის“ დამფუძნებელი: კლუბი აერთიანებს სხვადასხვა სპეციალობის ექსპერტებს, რომლებიც ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს მულტიდისციპლინურ ჭრილში, ექსპერტულ დონეზე განიხილავენ. 2018 წლიდან ნატოს პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ (NATO SPS) ექსპერტთა ჯგუფის წევრი. 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი. Massachusetts General Hospital (MGH) Clinical Trials Network and Institute-ის კლინიკური მკვლევარი.

პროგრამების დირექტორი/ განათლების ექსპერტი
მარიამ დარბაიძე არის ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და ინსტიტუციური მართვის სპეციალისტი, რომელსაც აკადემიურ, სამეცნიერო და მმართველობით სფეროებში 25 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. 2024 წლის სექტემბრიდან იგი საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის (GIU) ვიცე-რექტორია ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით. მისი პროფესიული საქმიანობა აერთიანებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტრატეგიულ მართვას, ავტორიზაციასა და აკრედიტაციას, საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, შიდა ხარისხის სისტემების გაძლიერებასა და აკადემიურ კეთილსინდისიერებას. 2006 წლიდან ჩართულია ავტორიზაცია-აკრედიტაციის ექსპერტულ საქმიანობაში და ხელმძღვანელობდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს. მრავალწლიანი ხელმძღვანელობითი გამოცდილება აქვს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში, სადაც უძღვებოდა სასწავლო და ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებებს; ასევე ეკავა ვიცე-რექტორის, რექტორისა და კანცლერის მრჩევლის პოზიციები. მისი აკადემიური საფუძველი ბიოლოგიასა და ფიზიოლოგიას უკავშირდება: 2006 წელს ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია მანგანუმის ქლორიდით ინტოქსიკაციის გავლენაზე დასწავლისა და მეხსიერების პროცესებზე. სამეცნიერო ინტერესები მოიცავს ნეიროფიზიოლოგიას, ქცევისა და მეხსიერების ბიოლოგიურ საფუძვლებს, ოქსიდაციურ სტრესსა და ჰიპერთერმიით გამოწვეულ ჰორმეზისს; აქტიურად თანამშრომლობს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრთან ქცევითი ნეირომეცნიერების კვლევებში. არის ინოვაციური პლატფორმის „ფსიქონავტების" დამფუძნებელი და ახალგაზრდების მენტორი, ხოლო საერთაშორისო პროფესიული განვითარების ფარგლებში მონაწილეობდა უფსალისა და ვენის უნივერსიტეტების, NATO-საქართველოსა და PFPC DEEP-ის ინიციატივებში. მარიამ დარბაიძე საქართველოს ღირსების ორდენის კავალერია — პროფესიონალი, რომელიც აერთიანებს აკადემიურ კვლევას, თანამედროვე მენეჯმენტსა და განათლების სისტემური ტრანსფორმაციის ხედვას.
კლინიკის ფსიქიატრთან და ფსიქოლოგთან კონსულტაცია ხორციელდება წინასწარი ჩაწერით, ადმინისტრაციასთან სატელეფონო ზარის საშუალებით.
შესაძლებელია როგორც წინასწარი ჩაწერით, ასევე ცოცხალი რიგით.
ა) წინასწარი ჩაწერა: მომდევნო თვის კონსულტაციაზე ჩაწერა იწყება ყოველი თვის 20 რიცხვში.
ბ) ცოცხალი რიგი: ცოცხალი რიგი მოქმედებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. რიგში ადგილის დასაკავებლად რეკომენდებულია მოსვლა 10:00 საათიდან. (სასურველია ადმინისტრაციასთან დაზუსტება კონკრეტულ დღეს სამუშაო გრაფიკის შესახებ)
ონლაინ კონსულტაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ საზღვარგარეთ მცხოვრები პაციენტებისთვის.
ფსიქიატრის კონსულტაცია
🧠ფსიქოლოგიური სერვისები:
დღის სტაციონარის სერვისი განკუთვნილია პაციენტებისთვის, რომელთაც მდგომარეობის სპეციფიკიდან გამომდინარე შეიძლება დასჭირდეთ სიღრმისეული, კომპლექსური და ინტენსიური, დღის რეჟიმზე მორგებული მხარდაჭერა.
დღის სტაციონარი მოიცავს შემდეგ სერვისებს:
კლინიკის ტელეფონი: +995 32 2 440 550
გამოგვიწერეთ YouTube-ზე
დაასკანერე ამ გვერდის გასახსნელად
ცენტრის შესახებ
ცენტრი დაფუძნდა 2017 წელს პროფესორ გუგა (გიორგი) სიხარულიძის მიერ და დღემდე წარმოადგენს ფსიქიკური ჯანმრთელობის ინტეგრირებულ სამედიცინო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეს. ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, სადაც პაციენტებს, სტუდენტებსა და მკვლევრებს ერთდროულად აქვთ წვდომა თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მკურნალობაზე, მაღალ ხარისხიან განათლებასა და აქტიურ კვლევით პროცესებზე.
დაარსებიდან დღემდე, ჩვენი გუნდი მუშაობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად — ინდივიდზე მორგებული, კომფორტული და ეთიკურად გამართული მკურნალობის მეთოდებით. ჩვენი მთავარი მიზანია პაციენტების დახმარება და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
ცენტრი ახორციელებს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებს, მათ შორის: კლინიკური ფსიქოლოგიის 1.5–2 წლიანი თეორიულ-პრაქტიკული პროგრამა (internship) — პირველი სრული ინტეგრირებული პროგრამა საქართველოში; და რეზიდენტურა ფსიქიატრიაში — პირველი კერძო რეზიდენტურა ფსიქიატრიაში საქართველოში, რომელიც 2025 წლიდან ხორციელდება ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.
ცენტრი აქტიურად მონაწილეობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კვლევით-სამეცნიერო პროცესებში, მათ შორის ლეიდენის უნივერსიტეტთან (Leiden University Medical Center — LUMC) თანამშრომლობით. სამეცნიერო მიმართულებას ხელმძღვანელობს ექიმი-ფსიქიატრი გუგა (გიორგი) სიხარულიძე, რომლის კვლევა ფოკუსირებულია ფსიქიკური ჯანმრთელობის, ნეირობიოლოგიის, სტრესისა და ტრავმის ურთიერთკავშირებზე.
შევქმნათ უსაფრთხო, თანამგრძნობი და პროფესიონალური გარემო ყველა ასაკის ადამიანისთვის — ინდივიდზე მორგებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მკურნალობით, რომელიც აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.
ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ცოდნის განვითარება, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და მკურნალობის, განათლებისა და კვლევის ერთიანი სივრცის შექმნა საქართველოში.

ადმინისტრაციული მენეჯერი

ადმინისტრაციული მენეჯერი