ცენტრის შესახებ

მენტალური ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი თბილისში — ისტორია, მისია, გუნდი.

ცენტრის შესახებ

გუნდი

ჩვენი ექსპერტები

სოფიო სალია

სოფიო სალია

ფსიქიატრი/დღის სტაციონარის მიმართულების ხელმძღვანელი/ტრენერი/

მარიკა უნგიაძე

მარიკა უნგიაძე

ფსიქოლოგი/სომატური და ფსიქოდინამიკური ფსიქოთერაპევტი/ტრენერი

აკადემიური მმართველობა

გიორგი (გუგა) სიხარულიძე

გიორგი (გუგა) სიხარულიძე

GSMRC Academy-ის სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებების ხელმძღვანელი

GSMRC-ის დამფუძნებელი და დირექტორი. ფსიქიატრიის რეზიდენტურის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU), GSMRC-ის აკრედიტებული CME პროგრამების ხელმძღვანელი. დოქტორი (PhD, Dr.P.H.). ამჟამად სადოქტორო კვლევით პროგრამაზეა ლეიდენის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში (LUMC). კლინიკურ პრაქტიკაში ორ ათწლეულზე მეტი გამოცდილება აქვს, აკადემიურ სწავლებაში — 2009 წლიდან. კითხულობს სალექციო კურსებს ფსიქიატრებისა და სხვა პროფილის ექიმებისთვის ფსიქოფარმაკოლოგიასა და კლინიკურ ფსიქიატრიაში. ბოლო წლებში მუშაობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მულტიდისციპლინურ მიდგომებსა და კომორბიდული დაავადებების მკურნალობაზე. ამავე მიმართულებით ატარებს მულტიდისციპლინურ კურსებს. ავტორია საზოგადოებრივი პროექტების — YouTube-პოდკასტების „როცა კლინიკა იკეტება“ და „ასი კითხვა ფსიქიატრს“. ორივე ფსიქიკური ჯანმრთელობის დესტიგმატიზაციასა და ფსიქოგანათლებას ემსახურება და ამაღლებს საზოგადოებისა და ექიმების ცოდნას მულტიდისციპლინური მიდგომების შესახებ. კლუბის „ექსპერტები მენტალური ჯანმრთელობისთვის“ დამფუძნებელი: კლუბი აერთიანებს სხვადასხვა სპეციალობის ექსპერტებს, რომლებიც ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს მულტიდისციპლინურ ჭრილში, ექსპერტულ დონეზე განიხილავენ. 2018 წლიდან ნატოს პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ (NATO SPS) ექსპერტთა ჯგუფის წევრი. 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი. Massachusetts General Hospital (MGH) Clinical Trials Network and Institute-ის კლინიკური მკვლევარი.

მარიამ დარბაიძე

მარიამ დარბაიძე

პროგრამების დირექტორი/ განათლების ექსპერტი

მარიამ დარბაიძე არის ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და ინსტიტუციური მართვის სპეციალისტი, რომელსაც აკადემიურ, სამეცნიერო და მმართველობით სფეროებში 25 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. 2024 წლის სექტემბრიდან იგი საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის (GIU) ვიცე-რექტორია ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით. მისი პროფესიული საქმიანობა აერთიანებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტრატეგიულ მართვას, ავტორიზაციასა და აკრედიტაციას, საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, შიდა ხარისხის სისტემების გაძლიერებასა და აკადემიურ კეთილსინდისიერებას. 2006 წლიდან ჩართულია ავტორიზაცია-აკრედიტაციის ექსპერტულ საქმიანობაში და ხელმძღვანელობდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს. მრავალწლიანი ხელმძღვანელობითი გამოცდილება აქვს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში, სადაც უძღვებოდა სასწავლო და ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებებს; ასევე ეკავა ვიცე-რექტორის, რექტორისა და კანცლერის მრჩევლის პოზიციები. მისი აკადემიური საფუძველი ბიოლოგიასა და ფიზიოლოგიას უკავშირდება: 2006 წელს ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია მანგანუმის ქლორიდით ინტოქსიკაციის გავლენაზე დასწავლისა და მეხსიერების პროცესებზე. სამეცნიერო ინტერესები მოიცავს ნეიროფიზიოლოგიას, ქცევისა და მეხსიერების ბიოლოგიურ საფუძვლებს, ოქსიდაციურ სტრესსა და ჰიპერთერმიით გამოწვეულ ჰორმეზისს; აქტიურად თანამშრომლობს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრთან ქცევითი ნეირომეცნიერების კვლევებში. არის ინოვაციური პლატფორმის „ფსიქონავტების" დამფუძნებელი და ახალგაზრდების მენტორი, ხოლო საერთაშორისო პროფესიული განვითარების ფარგლებში მონაწილეობდა უფსალისა და ვენის უნივერსიტეტების, NATO-საქართველოსა და PFPC DEEP-ის ინიციატივებში. მარიამ დარბაიძე საქართველოს ღირსების ორდენის კავალერია — პროფესიონალი, რომელიც აერთიანებს აკადემიურ კვლევას, თანამედროვე მენეჯმენტსა და განათლების სისტემური ტრანსფორმაციის ხედვას.

კონსულტაციის ორგანიზების გზამკვლევი

კლინიკის ფსიქიატრთან და ფსიქოლოგთან კონსულტაცია ხორციელდება წინასწარი ჩაწერით, ადმინისტრაციასთან სატელეფონო ზარის საშუალებით.

გუგა სიხარულიძესთან კონსულტაცია

შესაძლებელია როგორც წინასწარი ჩაწერით, ასევე ცოცხალი რიგით.

ა) წინასწარი ჩაწერა: მომდევნო თვის კონსულტაციაზე ჩაწერა იწყება ყოველი თვის 20 რიცხვში.

ბ) ცოცხალი რიგი: ცოცხალი რიგი მოქმედებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. რიგში ადგილის დასაკავებლად რეკომენდებულია მოსვლა 10:00 საათიდან. (სასურველია ადმინისტრაციასთან დაზუსტება კონკრეტულ დღეს სამუშაო გრაფიკის შესახებ)

🌍

ონლაინ კონსულტაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ საზღვარგარეთ მცხოვრები პაციენტებისთვის.

ამბულატორიული სერვისები

🩺

ფსიქიატრის კონსულტაცია

🧠ფსიქოლოგიური სერვისები:

  • ინდივიდუალური ფსიქოთერაპია
  • EMDR თერაპია
  • არტ–თერაპია
  • ფსიქოდიაგნოსტიკა
  • კოგნიტიური უნარების და ყურადღების კონცენტრაციის კვლევა

დღის სტაციონარი

🏥

დღის სტაციონარის სერვისი განკუთვნილია პაციენტებისთვის, რომელთაც მდგომარეობის სპეციფიკიდან გამომდინარე შეიძლება დასჭირდეთ სიღრმისეული, კომპლექსური და ინტენსიური, დღის რეჟიმზე მორგებული მხარდაჭერა.

🧩

დღის სტაციონარი მოიცავს შემდეგ სერვისებს:

  • ფსიქიატრის ყოველდღიური კონსულტაცია
  • მედიკამენტური მკურნალობა და დანიშნულების დინამიური მართვა
  • ინდივიდუალური ფსიქოთერაპია
  • ჯგუფური ფსიქოთერაპია
  • ფსიქოდიაგნოსტიკა
  • არტთერაპია
📞

კლინიკის ტელეფონი: +995 32 2 440 550

გამოგვიწერეთ YouTube-ზე

QR კოდი

დაასკანერე ამ გვერდის გასახსნელად

ცენტრის შესახებ

ისტორია და მიმართულებები

საოპერაციო და კლინიკური მხარდაჭერის გუნდი

ქეთევან ხაინდრავა

ქეთევან ხაინდრავა

ადმინისტრაციული მენეჯერი

მაკო მარღიშვილი

მაკო მარღიშვილი

ადმინისტრაციული მენეჯერი

დაგვირეკეთ