პიროვნების კვლევა
პიროვნული კვლევა წარმოადგენს ფართო და მნიშვნელოვანი სფეროს, რომელიც არ მხოლოდ ინდივიდების შეფასების საშუალებას იძლევა, არამედ სხვადასხვა ფსიქოლოგიური თეორიების, მოდელების და მეთოდების გამოყენებით საშუალებას გვაძლევს, უკეთ გავიგოთ, როგორ ვითარდება და მოქმედებს ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში.
პიროვნების მოდელები:
დღეს არსებულ პიროვნულ მოდელებს შორის ყველაზე აღიარებულია 5 ფაქტორიან (Big Five personality) მოდელზე დაფუძნებული პიროვნების კვლევის მეთოდოლოგია. Five–Factor Theory (FFT; R. R. McCrae and P. T. Costa, 1996)
ხუთ ფაქტორიანი მოდელი (Big Five personality) — ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თეორია, რომელიც პიროვნების შეფასებისათვის გამოიყენება და მოიცავს ხუთ ძირითად ფაქტორს (ნეიროტიზმი, ექსტროვერტულობა, გამოცდილებისადმი ღიაობა,თანხმობისადმი მზაობა, და კეთილსინდისიერება).
Five–Factor Theory (FFT; R. R. McCrae and P. T. Costa, 1996)
პიროვნების კვლევა ჩვენს ცენტრში:
ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენს კლინიკაში ვაწარმოებთ პიროვნების კვლევას უახლესი ყველაზე აღიარებული თვითადმინისტრირებადი კითხვარის გამოყენებით (NEO-FFI-III)
აქვე დავაკონკრეტებთ, რომ აღნიშნული ტესტი გვაქვს საერთაშორისო სტანდარტებით შესაბამისობაში მოყვანილი ქართულ ენასთან და კულუტურალურ თავისებურებებთან. აღნიშნული დადასტურებულია კითხვარის საავტორო უფლებების მფლობელი კომპანიის (PAR) მიერ.
რა ინფორმაციას გვაძლევს საკუთარი პიროვნების კვლევა და რა პრაქტიკული გამოყენება აქვს?
პიროვნული კვლევის შედეგების გამოყენება შეიძლება სხვადასხვა სფეროში:
- პროფესიული სფერო
- კარიერული მიმართულების შერჩევა
- პერსონალის მართვა
- სამუშაოსთვის სწორი კადრის შერჩევა
- გუნდის ეფექტური კომუნიკაციის დაგეგმვა
- პიროვნული განვითარება
- თვითშეცნობის გაღრმავება
- პიროვნული სუსტი მხარეების იდენტიფიცირება
- პოტენციური უნარ-ჩვევების აღმოჩენა
- პიროვნული ზრდის სტრატეგიების შემუშავება
- ურთიერთობების სფერო
- პარტნიორის შეცნობა
- კონფლიქტური სიტუაციების პრევენცია
- ურთიერთგაგების გაუმჯობესება
- ოჯახური ურთიერთობების გაანალიზება
- სამედიცინო სფერო
- ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასება
- ფსიქოლოგიური პრობლემების დიაგნოსტიკა
- თერაპიული მიდგომების შერჩევა
- პაციენტის ქცევის პროგნოზირება
- განათლება
- სტუდენტების ინდივიდუალური მიდგომა
- სწავლის სტრატეგიების შერჩევა
- საგანმანათლებლო პოტენციალის შეფასება
- სასწავლო პროცესის ოპტიმიზაცია
- სოციალური მართვა
- სოციალური ქცევის პროგნოზირება
- საზოგადოებრივი ტენდენციების გაგება
- სოციალური პოლიტიკის დაგეგმვა
- ჯგუფური დინამიკის შესწავლა
პიროვნული კითხვარების გამოყენება სხვადასხვა სფეროში:
თერაპია: ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპიების დროს პიროვნების შეფასება.
კლინიკური ფსიქოლოგია: ფსიქოლოგიური აშლილობების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
პროფესიული ფსიქოლოგია: ადამიანების შესწავლა სამუშაო გარემოში, მათ შორის ლიდერობის, გუნდის მუშაობისა და მოტივაციის შესახებ.
განათლება: პიროვნული კვლევა საგანმანათლებლო პროცესებში, განსაკუთრებით ბავშვებისა და მოზარდების ფსიქოლოგიაში.